ევაკუაცია გამოცხადდა ამ წუთებში მეტროში

Загрузка...
ტექნიკური უნივერსიტეტის მეტროში მგზავრებს ვაგონები დაატოვებინეს. როგორც "რუსთავი 2-ს" სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, მატარებელს ტექნიკური ხარვეზი ჰქონდა, რის გამოც ვაგონებიდან მოქალაქეები გამოიყვანეს.კომპანიაში ამბობენ, რომ მგზავრების მატარებლის დატოვების შემდეგ ორ წუთში ბაქანზე ახალი მატარებელი მივიდა, ხოლო ის კი, რომელსაც ტექნიკური ხარვეზი ჰქონდა, მემანქანემ ჩიხში წაიყვანა. ვაგონებიდან მგზავრების გამოყვანის შემდეგ მოქალაქეების გადაადგილება სხვა მატარებელმა უზრუნველყო.
ბოლო პერიოდის განმავლობაში მეტროსადგურებში ხარვეზი არაერთხელ იყო. დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება, რის გამოც ივლისიდან მეტროს მუშაობა ერთი საათით შემცირდება.скачать dle 11.3
></div>
 
  
  
        
        
        <div class=2 846 / 11 ივნისი 2019
Загрузка...
სხვა სიახლეები
Загрузка...
კომენტარები