სასწრაფოდ: ამ წუთებში ვრცელდება უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილი საქართველოში...

Загрузка...
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინაში დაბრუნების შემდეგ ტელეკომპანია „1+1“-ის პროგრამა სატელევიზიო ახალი ამბების ჟურნალისტი დარია სჩასტლივაია კიევის შემოგარენში მდებარე თავის სახლში მიიწვია და დაათვალიერებინა. შენობა ერთსართულიანია და დედამისის სახელზეა გაფორმებული. როგორც პოლიტიკოსი ამბობს, მას მეტი არც ჭირდება – ყველაფერი, რაც აუცილებელია, ერთსართულიან სახლში მშვენივრად არის მოთავსებული – დიდი ოთახი, ორი მომცრო საძინებელი და აბაზანა. „ტალავერი მაკლიაო მხოლოდ“, – სინანულით აღნიშნავს მიხეილ სააკაშვილი.ექს-პრეზიდენტი საკმაოდ გახდარია. იგი ტელეკორესპონდენტ დარია სჩასტლივაიას ბრენდულ ტანსაცმელ-ფეხსაცმელში გამოწყობილი შეხვდა, თუმცა, როგორც თვითონ მიხეილ სააკაშვილი ამბობს, ძვირფასად ჩაცმულობისაკენ მიდრეკილებას მაინცდამაინც არ განიცდის. „ფეხსაცმელთან დაკავშირებით პრობლემები მაქვს – 48 ზომის ტუფლი მჭირდება და ამიტომ რასაც ვნახავ, ყველაფერს ვყიდულობო“, – ეუბნება ჟურნალისტს. ახლა მას Prada-ს ტუფლები აცვია და Balenciaga-ს სათვალეები აქვს. „Balenciaga-ს მთავარი დიზაინერი ქართველია და ამიტომ მასთან სოლიდარობის გამო ვყიდულობ ამ ფირმის სათვალეებსო“, – განმარტავს ექს-პრეზიდენნტი.
მიხეილ სააკაშვილი ინტერვიუში უკრაინულ ენაზე საუბრობს. იგი ლაპარაკობს დეპრესიაზე, რომელიც უკრაინიდან  გაძევების  შემდეგ  გადაიტანა,  პეტრო პოროშენკოსთან და იგორ კოლომოისკისთან დამოკიდებულებაზე, უკრაინელ პოლიტიკოსებთან ურთიერთობაზე, თავის შემოსავლებზე და სხვა მრავალ საკითხზე.
გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან (რუსულენოვანი ვერსიის მიხედვით):
– თქვენ ძალიან გამხდარი ხართრამდენი კილოგრამი დაიკელით?
– მე სახურავებზე დავრბივარ… ხომ გახსოვთ? ყველაზე მაგარი დიეტა სახურავებზე სირბილია, წონაში სადღაც 25-30 კილოგრამ იკლებ…
– ეს დიეტაა და თუ ინტერვალური შიმშილობა?
– არა, მე რეალურად გავხდი იმ დროიდან, როცა მოქალაქეობა დავკარგე. თუმცა მანამდე ჯერ მგონი, აშშ-ში ვიყავი, როცა გადავწყვიტე და ვთქვი – დეპრესიაში ვიყავი ჩავარდნილი, სტრესები მქონდა – რომ ჩემი მტრების ჯინაზე ძალიან მაგარ ფორმაში ჩავდგები-მეთქი. შევამცირე  ჭამა-სმა, დავიწყე ფიზიკურად ვარჯიში, ხოლო მოგვიანებით, როცა კიევში დამაპატიმრეს, შიმშილობა გამოვაცხადე… და წონაში 10 კილოგრამზე მეტი დავიკელი, მაგრამ საპყრობილეში ყოფნა არ მინდა. უბრალო შიმშილობა უფრო ნორმალურია.
– ვის სახლში ვიმყოფებით ახლა?
– ეს ჩემი ოჯახის სახლია. მშენებლობა, მგონი, ორწლინახევრის წინ დავიწყე, ვიყიდე 550 კვ.მეტრის ფართობის მქონე მიწის ნაკვეთი აქ, სოფელ ლესნიკში. მშენებლებმა მითხრეს, 120 კვადრატულმეტრიან შენობას ხუთ კვირაში ავაგებთო, მაგრამ ჯერაც ვერ დაუსრულებიათ ბოლომდე.
– სახლი დედათქვენზე გააფორმეთ?
– დიახ, დედაჩემი საქართველოში ერთ-ერთი მსხვილი უნივერსიტეტის რექტორი და მფლობელია, იგი ამ სფეროში 25 წელია მოღვაწეობს. სხვათა შორის, როცა სახლის მშენებლობა მთავრდებოდა, თურმე კატა შემოსულა და გადაუწყვეტია, რომ ეს მისი სახლია. ჰოდა, ჩემი მოსვლა, ეტყობა, ძალიან ეწყინა, რომ მის უნებართვოდ შემოვედი, ძალიან უკმაყოფილოდ მიყურებდა: ალბათ, იფიქრა – ვიღაც ქართველს ჩემი სახლის ოკუპირება გადაუწყვეტიაო… ვფიქრობ, აქ ჩემი ცოლ-შვილიც ჩამოვა.
– თქვენ პეტრო პოროშენკოს თუ შეხვდით ბოლო დროსან იქნებ დაგირეკათ?
– არა, მე პეტრო პოროშენკოს უფრო ადრე შევხვდი, როცა ჰელსინკის კონგრესზე ვიყავი. იქ საკმაოდ ვიწრო დერეფანი იყო და ამიტომ ერთმანეთთან ახლოს გავლა მოგვიწია. მისი დაცვის თანამშრომლები კინაღამ ჭკუიდან გადავიდნენ: ისინი ფიქრობდნენ, რომ მე პეტროს ვუკბენდი, დედას შევაგინებდი, სახეზე დავარტყამდი. მე კი რადგანაც გამხდარი ვარ, მანევრი გავაკეთე – გვერდი მშვიდად ავუარე და ჩემი გზით წავედი.
– და ბოლოს წინა შეხვედრა თუ გახსოვთ?
– მალტაში გამართულ კონგრესზე მან თავისთან შეხვედრაზე მიმიწვია. ჯერ ახლოს დამიჯდა, შემდეგ კი გავიდა და თავის პროტოკოლის თანამშრომლებს სკანდალი მოუწყო – რატომ გააკეთეთ, რომ ჩემს მტერთან – სააკაშვილთან ახლოს დამსვითო“. ცოტა ხნის შემდეგ დაბრუნდა და მეუბნება – „უფრო უკეთესი იქნება საღამოხანს ჩემს ნომერში ვილაპარაკოთო“.
– ნომერში?
– კი, მას ნომერი კი არა, რაღაც დარბაზი ჰქონდა! მივედი, ჩაის ვსვამთ, ვლაპარაკობთ და ამ დროს მეუბნება, რომ მოქალაქეობას ჩამოგართმევო. ჩემზე ძალიან გაბრაზებული იყო, იმიტომ, რომ მას ევროპის სახალხო პარტიის ლიდერმა ჯოზეფ დოულმა პირდაპირ უთხრა, „სამხედრო შეკვვეთებიდან 30% „ატკატებს“ შენთვის იტოვებო“. უფრო მეტიც – ეს ფაქტი ჯოზეფ დოულს ანგელა მერკელმაც დაუდასტურა. ამის შემდეგ პეტრო პოროშენკო სულ მთლად გაწითლებული იყო  ბრაზისაგან.
– მიგაჩნიათრომ ამ ხნის განმავლობაში პეტრო პოროშენკომ თქვენუბრალოდგამოგგიყენათ?
– დიახ, მაგრამ მე ამით არანაირი სარგებლობა არ მიმიღია. საერთოდ, ყველაზე დიდი, რაც მე გავაკეთე ჩემთვის, ამ სახლის აშენებაა. არადა, მე 25 წელი პოლიტიკაში ვარ.
– და ამ სახლზე რამდენი ფული დახარაჯეთ?
– დედაჩემმა მიწის ნაკვეთი 25 თუ 30 ათას დოლარად იყიდა.
– არის ინფორმაციარომ თქვენ აშშში ორი ბინა კიდევ გაქვთნიუიორკში – ბრუკლინში და ფლორიდაზე – მაიამშიდა ისინიც დედათქვენის სახელზეარეგისტრირებულნი
– არა, ეს ტყუილია! ამერიკაში უკვე 40 წელია ბიძაჩემი ცხოვრობს. იგი გაეროს დეპარტამენტის ხელმძღვანელი იყო, მას თავისი შემოსავლები ჰქონდა – იმდენი, რამდენიც მე არასდროს არ მექნება: 450 ათასი დოლარი წელიწადში. მას იქ თავისი ბინა აქვს. სხვათა შორის, ჩემი ბიძაშვილიც იქ ცხოვრობს, იმასაც ბინა აქვს.
– დედათქვენი თუ ცხოვრობდა იმ ბინებში?
– დედაჩემი არა, მაგრამ მე გარკვეული დროის განმავლობაში [ნიუ-იორკის] ბინით ვსარგებლობდი. როცა საქართველოში პრეზიდენტობა დავასრულე, ბრუკლინში მართლაც ვცხოვრობდი. ბიძაჩემმა ორი თვით დამითმო, შემდეგ კი დავტოვე. მაიამში კი მხოლოდ ორჯერ ვიყავი.
– აშშში თუ გაქვთ უძრავი ქონება?
– სამწუხაროდ, არა! მაგრამ მინდა, რომ მქონდეს!
და სად გაქვთ მაშინ უძრავი ქონება?
– საქართველოში საინტერესო ისტორია მოხდა. როცა რუსეთმა ემბარგო გამოგვიცხადა, მე მეღვინეობის გადარჩენა განვიზრახე – 5 ათას დოლარად ნახევარი ჰექტარი ვენახი ვიყიდე. 5 ათასი დოლარი პრეზიდენტის ერთი თვის ხელფასია. ჩვენ რეგიონი განვავითარეთ – გავიყვანეთ კანალიზაცია, ავაშენეთ სასტუმროები, შევქმენით ტურისტული ზონები… შემდეგ ვიფიქრე, რომ კიდევ ნახევარ ჰექტარს ვიყიდი-მეთქი, 30 ათასი დოლარი დამიფასეს. პრეზიდენტობის შემდეგ რომ მოვისურვე ყიდვა, უკვე 100 ათასი დოლარი მომთხოვეს. ვეკითხები – ეს როგორ? მეუბნებიან – ეს ხომ პრეზიდენტის უძრავი ქონება იქნებაო… სახლი 75 კვადრატული იყო და სიმპათიურად გამოიყურებოდა. ძალიან ხშირად ვიხსენებ – სარდაფში ღვინის ქვევრებსჭაჭის გამოსახდელ ინსტრუმენტებს
– შეგიძლიათ საკუთარ თავს დოლარებიანი მილიონერი უწოდოთ?
– არა, არა! საიდან?!
– თქვენი ქონება რამდენად შეიძლება შეფასდეს?
– 150 ათას დოლარად, ანუ ვგულისხმობ ცოლის ბინას და ამ სახლს.
– სად სწავლობენ თქვენი შვილები?
– ერთმა ფილადელფიაში კოლეჯი დაამთავრა და ჟურნალისტად მუშაობს, 22 წლის ასაკში ცოლად ამერიკელი მოიყვანა. ბედნიერები არიან. ცხოვრობენ ნახევრად სარდაფში, მაგრამ არ ჩივიან. უმცროსი შვილი საქართველოში სწავლობს, 13 წლისაა, უკვე youtube-არხი აქვს და თვეში 200 დოლარს შემოსავალს იღებს. აი, მე კი მხოლოდ ვხარჯავ.
– რამდენი ფული დაგჭირდებათ კომფორტული ცხოვრებისათვის?
– ჰოლანდიაში – ოთხი ათასი დოლარი, ნიუ-იორკში – თვეში მინიმუმ 10 ათასი. ოდესაში გუბერნატორად რომ დავინიშნე, შემეძლო ფული მქონოდა – ოდესის საბაჟო კიევში ყოველთვიურად 5 მილიონს გზავნიდა. იყო მომენტები, როცა კინაღამ სულმა წამძლია. თუმცა საბოლოოდ მივხვდი, რომ ამის გაკეთება არ
შემეძლო.
– როგორ მკურნალობდით დეპრესიას?
– იმ დროს ნიდერლანდებში ვიყავი, ცოლის მშობლებთან. პლუს ამსტერდამშიც მქონდა ბინა დაქირავებული – სამოთახიანი, თავისი ეზოთი.
– ექსტაზს თუ ხმარობდით ნიდერლანდებში?
– არა, ოდესღაც, როცა სტუდენტი ვიყავი, მარიხუანა გავსინჯე და მისი გემო და სუნი არ მომეწონა. ამიტომაც მე მარიხუანას ფანი არ ვარ… თუმცა ამსტერდამში სხვა საინტერესოც ბევრია.
– არც ანტიდეპრესანტები არ მიგიღიათ?
– არა, ანტიდეპრესანტები ბოროტებაა. ამსტერდამში ველოსიპედით ვსეირნობდი ხოლმე და ისეთი სასიამოვნო იყო, რომ ამ დროს ყველაფერი მავიწყდებოდა.
– ემიგრაციაში ყოფნისას პოლიტიკოსებიდან მხარს ვინ გიჭერდათ?
– ნიდერლანდებში რომ ჩავედი, მესამე დღეს იმიერკარპატელი აქტივისტები მეწვივნენ, სალა და არაყი ჩამომიტანეს. ივნენ დეპუტატებიც… იულია ტიმოშენკო ვარშავაში შემხვდა.
– არსენ ავაქოვთან თუ გექნება ურთიერთობა იმ ცნობილი კონფლიქტის შემდეგ?
– მე არსენ ავაქოვზე ნაწყენი არ ვარ. მე პეტრო პოროშენკოზე უფრო ვარ გაბრაზებული. იმიტომ, რომ მასთან პირადი ურთიერთობები მქონდა და ბევრ რამეს დამპირდა: დაფინანსებას, უფლებამოსილებას, ოდესა-რენის გზის მშენებლობას, კანონებს შევცვლიო და ყველაფერი მომატყუა! არსენ ავაქოვთან კი მე ახლო ურთიერთობა არ მქონია და იგი არაფერს დამპირებია. მე კონფლიქტი რეალურად მთავრობასთან და სისტემასთან მქონდა… უბრალოდ, არსენ ავაქოვი იმ სისტემის ნაწილი იყო. მომეწონა, რომ მან არჩევნების გაყალბებაში მონაწილეობა არ მიიღო.
 თქვენ ამბობთრომ ბევრი რამ იცოდით პეტრო პოროშენკოს კორუმპირებულსაქმიანობაზეესე იგიიცოდით და ჩუმად იყავითრატომიმიტომ ხომ არარომიგი პრემიერმინისტრის პოსტს დაგპირდათ?
– იგი კი არ დამპირდა, არამედ შემომთავაზა. მე ჩუმად არ ვყოფილვარ. ფორუმებზე ვრცლად და დაუფარავად ვლაპარაკობდი არსენ იაცენიუკისა და კონონენკოს კორუფციულ სქემებსა და გარიგებებზე…
– რამდენად ახლოს იყავით პეტრო პოროშენკოსთან?
– არც ისე ახლოს. მან მითხრა, რომ „თქვენობით“ მელაპარაკე, რადგან მე პრეზიდენტი ვარო. არადა, მთელი ცხოვრება მას „შენობით“ მივმართავდი… იგი რეალურად იყო დაკომპლექსებული.
– როგორ წარმოგიდგენიათ საკუთარი მომავალი უკრაინაშიპრემიერმინისტრად?
– არა, მე მინდა უკრაინულ პოლიტიკაში სტივენ ჯობსის როლი ცოტათი მაინც შევასრულო. იდეების გენერატორი ვიყო.
– მაინც რატომ თვით უარი სამჯერ უკრაინის პრემიერმინისტრობაზე?
– იმიტომ, რომ უკვე გამოვცადე „საქორწინო გენერლის“ როლი კორუფციონერებთან მიმართებით…
– რამდენი ხნის შემდეგ დაბრუნდებით საქართველოში?
– ერთი ან ორი-სამი თვის შემდეგ.
– პეტრო პოროშენკოს იუმორის გრძნობა თუ აქვს?
– არა. სხვათა შორის, მე ცუდი დამოკიდებულება მაქვს ისეთ ადამიანებთან, რომლებსაც იუმორის გრძნობა არ აქვთ…
– და როგორ იყავით ამდენი წლის განმავლობაში მასთან ერთად?
– რა ვქნა, ასე გამოვიდა. ბოდიშს ვიხდი (იცინის).
2020news.ge

скачать dle 11.3
></div>
 
  
  
        
        
        <div class=11 113 / 04 ივნისი 2019
Загрузка...
სხვა სიახლეები
Загрузка...
კომენტარები