Loading...

მამის პირველი კომენტარი "ლენო, მა, მაპატიე რომ ვერ დაგიცავი" სახლის ფანჯრიდან გადმოვარდნილი მეცხრეკლასელი გოგონას ვინაობა ცნობილია

Loading...
დღეს, 123-საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე ელენე გვარჯალაძე ტრაგიკულად დაიღუპა. გოგონა მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ფანჯრიდან გადავარდა და ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა ღამით მოხდა.შვილის დაღუპვის ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმიანება მამა, გიორგი გვარჯალაძე.
„ლენო, მა, მაპატიე რომ ვერ დაგიცავი. ახლა ყველაფერს მივცემდი ერთი ჩახუტებისთვის, მაგრამ უკვე გვიანია... მიყვარხარ ... წუხელ ღამე აივნიდან გადაფრინდა ჩემი სისხლი და ხორცი, ჩემი ლამაზი შხვართალა ლენო...“, - წერს გიორგი გვარჯალაძე.
ელენე გვარჯალაძე ცნობილი ჟურნალისტის ლულუ კახიანის შვილია. 
როგორც შსს-ში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

დირექტორის განცახდებით, ფაქტის შესახებ რამდენიმე წუთის წინ გაიგეს. „წარმოუდგენელი რამ მოხდა. გამორჩეული გოგო იყო გარეგნობით, გონებრივად... ჰქონდა სურვილები, წარმატებების მიღწევაზე ფიქრობდა, ძალიან ინტელექტუალური და თავისუფლად მოაზროვნე ადამიანი იყო“,- ამბობს დირექტორი.
„პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი გახდა ბავშვის ვინაობაც. ის ჩვენი კოლეგის, ცნობილი ჟურნალისტის ლულუ კახიანის შვილი, ელენე გვარჯალაძეა. 
შეგახსენებთ, 123-ე საჯარო სკოლის მოსწავლე გოგო მაღალსართულიანი კორპუსის ფანჯრიდან გადავარდა და ადგილზე დაიღუპა.
წყარო primetime.ge  скачать dle 11.3
> </div>
 
  
  
        
        
        <div class= 4 599 / 04 ივნისი 2019"
Loading...
სხვა სიახლეები
Загрузка...
კომენტარები