7 თვის ჩვილის მკვლელობაში ბრალდებულმა დედამ შესაძლოა, დუმილი დაარღვიოს

Загрузка...
აღაიანში 7 თვის ჩვილის მკვლელობაში ბრალდებულმა არასრულწლოვანმა დედამ შესაძლოა, დუმილი დაარღვიოს. როგორც “2020NEWS”-ს არასრულწლოვანის ადვოკატმა ქეთევან გაგოევმა განუცხადა, ისინი ელოდებიან ყველა ექსპერტიზის პასუხს და ამის შემდეგ გადაწყდება, არასრულწლოვანი დედა დაარღვევს თუ არა დუმილს და ისაუბრებს თუ არა საჯაროდ მკვლელობის მოტივებზე.
"ჯერჯერობით ვერ გეტყვით, შემდეგ სასამართლო პროცესზე არასრულწლოვანი საჯარო განცხადებებს გააკეთებს თუ არა, ამ საკითხზე ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან არ მისაუბრია. წინასასამართლო სხდომამდე დიდი დროა. ველოდებით ყველა ექსპერტიზის დასკვნას და ამის შემდეგ ვიმსჯელებთ სამომავლო სტრატეგიაზე“, - განაცხადა ადვოკატმა.
“2020NEWS”-თან ადვოკატმა ასევე განაცხადა, რომ ბრალდებული ინფორმირებულია ყველა მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით. მათ შორის იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა მის მეუღლეს პატიმრობა შეეფარდოს. 
გაგოევის თქმით, წინასასამართლო პროცესი 28 ივნისს გაიმართება.
"მე პერიოდულად ვხვდები ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს და ყველა საჭირო ინფორმაციას ვაწვდი. ის ფლობს ინფორმაციას იმის შესახებაც, რომ მის მეუღლეს შესაძლოა პატიმრობა დაემუქროს. წინასასამართლო სხდომა დანიშნულია 28 ივნისს 14:00 საათზეა. არასრულწლოვანს მთელი რიგი ექსპერტიზები უტარდება, თუმცა მონაცემების გახმაურების უფლება არ მაქვს, რადგან ხელი მაქვს მოწერილი გაუთქმელობაზე“ , - განაცხადა გაგოევმა.
შეგახსენებთ, 21 მაისს 7 თვის ბავშვი მამამ საბავშვო ეტლში გარდაცვლილი იპოვა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ჩვილი საკუთარმა დედამ გაგუდა. რის შემდეგაც სახლიდან გაიქცა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა არასრულწლოვანი დედა სასტუმროში დააკავეს. იგი დუმილის უფლებას იყენებს. ბავშვის ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11-109 მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში. დანაშაული 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
წყარო 2020news.geскачать dle 11.3
></div>
 
  
  
        
        
        <div class=3 527 / 31 მაისი 2019
Загрузка...
სხვა სიახლეები
Загрузка...
კომენტარები