ძალიან მძიმე ინფორმაცია ესპანეთში 5 წლის ქართველი გოგონა გარდაიცვალა

Загрузка...
უბედური შემთხვევა მოხდა ესპანეთში.ტარაგონაში რუსთავიდან წასული ოჯახის დასვენება ტრაგედიით დასრულდა.
“ინფო რუსთავის” ინფორმაციით, მცირეწლოვანი ბავშვები მამასთან ერთად ზღვის ნაპირზე იმყოფებოდნენ.
ესპანური მედიის ცნობით იყო ქარი და ტალღები, მოულოდნელად ტალღებმა ბავშვები წყლის სიღრმეში შეიყვანა.
ბავშვების მამამ წყლიდან ორი მცირეწლოვანის გამოყვანა მოახერხა, ხოლო მესამე კი დინებამ გაიტაცა.
მაშველებმა მალევე დაიწყეს 5 წლის გოგონას ძებნა, რამდენიმე წუთში, ნაპირიდან დაახლოებით 200 მეტრში მიაგნეს კიდევაც, თუმცა მცირეწლოვანის გადარჩენა ვეღარ მოახერხეს.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, შემთხვევა კატალონიის ქალაქ ტარაგონასთან მდებარე ვილასეკში მოხდა.
5 წლის გოგონა ზღვაში გასაბერი რგოლით შევიდა. თავიდან ზღვა მშვიდი იყო, მაგრამ მოულოდნელად ამოვარდა ქარი, რომელმაც გოგონა 300 მეტრზე გაიტაცა.
მამამ მისი გადარჩენა სცადა, მაგრამ, როგორც თვითმხილველები ამბობენ, მან ცურვა არ იცოდა და ვერაფერი შეძლო. გოგონას გადარჩენა ქალმაც სცადა, მაგრამ ის უკვე ძალიან შორს იყო და ქალმა ბავშვამდე მიღწევა ვერ მოახერხა.
ესპანური მედია წერს, რომ ახლომახლო მაშველები არ იყვნენ, რამაც გამოიწვია კიდეც გოგონას დაღუპვა.
მათ მისი გამოყვანა მაშინ მოახერხეს, როდესაც უკვე გვიანი იყო. ექიმებმა ბავშვის გონზე მოყვანა სცადეს, მაგრამ 5 წლიხ გოგონა უკვე გარდაცვლილი იყო.
скачать dle 11.3
></div>
 
  
  
        
        
        <div class=4 290 / 29 მაისი 2019
Загрузка...
სხვა სიახლეები
Загрузка...
კომენტარები