Loading...

სასიხარულო ინფორმაცია, ამ წუთებში ხდება ცნობილი უფასო Wi-Fi მსოფლიოს ორბიტაზე თანამგზავრები გაშვებულია

Loading...
ილონ მასკის კოსმოსურმა კომპანია SpaceX-მა დაადასტურა რაკეტა FALCON 10-ის საშუალებით ორბიტაზე 60 კოსმოსური თანამგზავრის გაშვება. რაკეტამ სტარტი აშშ-ის ფლორიდის ნახევარკუნძულზე, კანავერალის კონცხიდან აიღო. ინფორმაცია ილონ მასკმა ტვიტერზე გაავრცელა. თანამგზავრებმა დედამიწა უფასო გლობალური ­Wi-Fi-ს სერვისით უნდა უზრუნველყოს.
ილონ მასკის კომპანიის განცხადებით, პერიოდულად განაახლებს ინფორმაციას თანამგზავრების ორბიტაზე გადაადგილების შესახებ.
პროექტი Starlink-ი ოთხი წლის წინ შემუშავდა მასკის ინიციატივით, რომ გლობალური ინტერნეტი მსოფლიოსთვის უსასყიდლოდ იყოს ხელმისაწვდომი. პროექტ Starlink-ის მიხედვით, ეტაპობრივად, ორბიტაზე სულ 11 ათასი თანამგზავრი უნდა გაუშვან.
პროექტის პირველი ეტაპის განსახორციელებლად 3,5 მილიარდი დოლარი დაიხარჯება, ჯამში კი პროექტისთვის 10 მილიარდ დოლარზე მეტია გამოყოფილი.
46 წლის ილონ მასკი, Forbes-ის მიხედვით, 20.4 მილიარდი დოლარის ქონებას ფლობს. ბლუმბერგის მილიარდერების ინდექსში მასკი ამ ქონებით 41-ე ადგილს იკავებს.
კომპანია SpaceX მასკმა 2002  წელს დააფუძნა, 2003 წელს კი „ტესლა მოტორსის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი გახდა. „ტესლა მოტორსმა“ საერთაშორისო ყურადღება 2008 წელს მიიპყრო, როცა მასობრივად გამოუშვა პირველი სპორტული ელექტროავტომობილი. ელექტროავტომობილის გაყიდვებმა 2015-2016 წლებში რეკორდულ რაოდენობას მიაღწია.
წყარო: batumelebi.netgazeti.geскачать dle 11.3
></div>
 
  
  
        
        
        <div class=1 921 / 29 მაისი 2019
Загрузка...
სხვა სიახლეები
Загрузка...
კომენტარები