ნიკა მელიას საგანგებო განცხადება "ნაციონალური მოძაროაბის" დატოვებასთან დაკავშირებით

Загрузка...
„ნაციონალური მოძრაობიდან“ წასვლას არ ვაპირებ, „ქართულ ოცნებას“ საჩუქარს ვერ გავუკეთებ, – ამის შესახებ ნიკა მელიამ საქართველოს პირველ არხთან საუბრისას განაცხადა. „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი აცხადებს, რომ სკანდალური არაფერია იმაში, რომ სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით პარტიაში აზრთა სხვადასხვაობაა.„ჩემი განცხადება არ ნიშნავს, რომ არ ვარ აქციების მომხრე, ვინმე თუ არის მომხრე, ვინმეს თუ ჩაუტარებია უკანასკნელ პერიოდში აქციები, ერთ-ერთი მე ვარ. თავის დროზე, როცა დიდი საყოველთაო მანიფესტაცია ჩატარდება დედაქალაქში, ის უნდა დასრულდეს ხალხის გამარჯვებითა და ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დამარცხებით“, – განაცხადა მელიამ.
ნიკა მელიას თქმით, აქციასა და მის თარიღთან დაკავშირებით პარტიაში იმსჯელებენ და საბოლოო გადაწყვეტილებას ერთობლივად მიიღებენ. ნიკა მელიას განცხადებით, მასსა და სანდრა რულოვსს საერთო ხედვა აქვთ, განსხვავება კი ტაქტიკურ სვლებშია.
„მისასალმებელია, რომ ყველა სოფელში, ქალაქში გაიმართოს აქციები, მაგრამ დიდი მანიფესტაციის თარიღი უნდა იყოს შერჩეული სწორი დღისთვის, რადგანაც, თუ ვიკრიბებით რუსთაველის გამზირზე, ეს უნდა ნიშნავდეს ივანიშვილის ხელისუფლების დასასრულს არ შეიძლება, შევიკრიბოთ პოლიტიკური ძალა და მეორე დღეს კვლავ ხელისუფლებაში იყოს ბიძინა ივანიშვილი“, – აცხადებს ნიკა მელია.скачать dle 11.3
></div>
 
  
  
        
        
        <div class=4 726 / 22 მაისი 2019
Загрузка...
სხვა სიახლეები
Загрузка...
კომენტარები