გივი სიხარულიძე სკანდალურ განცახდებას ავრცელებს "როგორც ყოვველთვის ეს არჩევნებიც იყო სიყალბე და ქვეყნის სირცხვილი"

Загрузка...
 "როგორც ყოვველთვის ეს არჩევნებიც იყო სიყალბე და ქვეყნის სირცხვილი. ოპოზიციაც და პოზიციაც ორივე არიან მსახიობები, ოღონდ უნიჭო მსახიობები" - ასე აფასებს მწერალი და მსახიობი გივი სიხარულიძე 2019 წლის შუალედურ არჩევნებს.
"ამ არჩევნებმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რა დღეშია ქვეყანა ამათ ხელში. გინდა პოზიცია იყოს, გინდა ოპოზიცია, ვითომ სინდისიან კაცებს რომ თამაშობენ, არადა გაკარებული არ არიან სინდისთან.

"არცერთს ხალხი არ აინტერებს, მარტო თავის კარიერაზე და პარტიების გაძლიერებაზე ზრუნავენ, ხალხის ხმებს გამოიყენებენ და მერე ნაგავში ყრიან. ახლაც ასე იყო, როგორც ყველა სხვა დანარჩენი არჩევნების დროს, საქართველოში რომ ჩატარებულა.

"ოპოზიციაც და პოზიციაც ორივე არიან მსახიობები, ოღონდ უნიჭო მსახიობები. სერგო ზაქარიაძე როცა თამაშობდა ბახტრიონს, ტანში სულ ჟრუანტელი მივლიდა, მისი შემცვლელი, რომ თამაშობდა, ვიცოდი, რომ ყალბი მსახიობი იყო, ასე არიან ესენიც.

"ამის შემდეგ, რაც გინდა ის გამოაცხადოს - გინდა ხელისუფლებამ, გინდა ოპოზიციამ, ორივეს ნათქვამი იქნება ტყუილი. ამიტომ, მე არც მთავრობის და არც ოპოზიის მიმართ პატივისცემა აღარ მაქვს" - განაცხადა "რეზონანსთან" გივი სიხარულიძემ.скачать dle 11.3
></div>
 
  
  
        
        
        <div class=6 095 / 21 მაისი 2019
Загрузка...
სხვა სიახლეები
Загрузка...
კომენტარები