„ევრო-უარი!“ დასავლური მედია თამთა გოდუაძის გამოსვლას შოკისმომგვრელს უწოდებს

Загрузка...
ევროვიზიის ნახევარ ფინალისტის, თამთა გოდუაძის გამოსვლა, დასავლური ტაბლოიდების განხილვის საგანი გახდა.„ევრო-უარი!“- ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გამოცემა The Sun, სადაც ნათქვამია, რომ თამთა გოდუაძემ მაყურებლები სიშიშვლის ილუზიით, შოკში ჩააგდო.
„მომღერალს ნომრის დასაწყისში ტყავის ჩექმები და შავი ქურთუკი ეცვა, თუმცა შიდა სამოსის უჩვეულო არჩევანითა და „ოპტიკური ილუზიით“ ფანები ისტერიკაში ჩააგდო,“-ნათქვამია სტატიაში.
ე.წ. ბოდე, რომელიც თამთა გოდუაძეს ეცვა, ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა, თითქოს მომღერალი შიშველი იყო და სხეულის ინტიმური ადგილები უჩანდა.
თამთა გოდუაძის წარმატებულ შესრულებასა და მის ჩაცმულობაზე სხვა ბრიტანული გამოცემებიც წერენ.
ქართველი მომღერალი ევროვიზიის კონკურსზე კვიპროსის სახელით მონაწილეობს.
„ევროვიზია 2019“ -ის ფინალი 18 მაისს გაიმართება.
​​​

 скачать dle 11.3
></div>
 
  
  
        
        
        <div class=3 139 / 17 მაისი 2019
Загрузка...
სხვა სიახლეები
Загрузка...
კომენტარები