სასწრაფოდ: ირანი ამერიკას საჰაერო თავდასხმით ემუქრება რა დაემუქრება საქართველოს ირანსა და აშშ-ს შორის ომის დაწყების შემთხვევაში

Загрузка...
ირანი თავდასხმას განახორციელებს  აშშ-ს სამხედრო ძალებზე, რომელიც სპარსეთის ყურეშია განთავსებული და შეუტევს ისრაელს, თუკი აშშ მათ წინააღმდეგ ოდესმე  ავიამზიდებს გამოიყენებს, — ეს ირანის პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ალი მოტაჰარიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, აშშ-ს სამხედრო ძალებმა რეგიონში „ფსიქოლოგიური“ ომი წამოიწყეს. იგი აფრთხილებს ტრამპს, ახლო აღმოსავლეთის რეგიონზე თავდასხმას  მოერიდოს.
მსგავსი კომენტარები ირანის მხრიდან მას შემდეგ წამოვიდა, რაც პენტაგონმა სპარსეთის ყურეში USS Lincoln-ის  ავიამზიდები განათავსა. თეთრი სახლის განცხადებით, ეს ირანის მხრიდან საფრთხეების „მკაფიო მინიშნების“ წინააღმდეგ იყო მიმართული. ამ რეგიონში აშშ-მ დამატებით,   B-52 ტიპის ბომბდამშენები გაგზავნა.
მოტაჰარიმ FARS NEWS AGENCY-ს განუცხადა, რომ სპარსეთის ყურეში აშშ-ს მიერ სამხედრო ძალების განლაგება  ფსიქოლოგიური დარტყმის მიყენების მცდელობაა.ომისთვის ისინი მზად არ არიან , განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ისრაელი ჩვენთან ასე ახლოსაა.“ 
„თუ ამერიკელები ნაბიჯს გადადგამენ, ჩვენ მათ საპასუხო დარტყმას მივაყენებთ,“ - აცხადებს ირანის რევოლუციური გვარდიის საჰაერო ძალების ხელმძღვანელი ალი ჰაჯიზადეჰი.


გარდა იმისა, რომ ირანს მოკავშირეები ლიბანის ჰეზბოლაში და პალესტინის ისლამურ ჯიჰადში ჰყავს, ეს ქვეყან ასაფეთქებელ რაკეტებს  ფლობს, რომლებსაც ისრაელი მიზანში  ჰყავთ ამოღებული.


იმის შიშით, რომ „ყველაფერი მოსალოდნელია“, ისრაელის ყოფილი ფინანსთა მინისტრი Ynet news-თან ინტერვიუში ამბობს: „მდგომარეობა დაძაბულია, მე ვეღარაფერს ვმართავ. ირანმა შესაძლოა ისრაელზე რაკეტები მომართოს. ამერიკულმა სანქციებმა ირანის ეკონომიკა წელში გატეხა და სანქციების ახალი, უფრო მძლავრი ტალღა კიდევ მოემართება.“


იძაბება სიტუაცია ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ფაქტია, მაგრამ გაბედავს კი ვაშინგტონი ირანის სტრატეგიული ობიექტებისთვის, მათ შორის ატომური რეაქტორებისთვის წერტილოვანი საჰაერო დარტყმების განხორციელებას ან ეყოფა კი თეირანს იმის ძალა, რომ ამერიკული ატომური ავიამზიდი ჩაძიროს?
იმედია, ორივე მხარე ხვდება, რომ მათ შორის საომარი სიტუაციის დაწყება, ხანძარივით გადაედება მთელ
ახლო აღმოსავლეთს და ირანული ბალისტიკური რაკეტების სამიზნეში, პირველ რიგში სწორედ ისრაელი – ამ რეგიონში აშშ-ს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი აღმოჩნდება.
მოვლენების ასეთი ტრაგიკული სცენარით განვითარების შემთხვევაში, არხეინად თავს ვერც სამხრეთ კავკასიაში იგრძნობენ, რომელსაც ირანი უშუალოდ ესაზღვრება.
ის, რომ საქართველოს საჰაერო სივრცისა და ქართული აეროდრომების გამოყენებით ამერიკელებმა ირანის დაბომბვა სცადონ, თითქმის გამორიცხულია, სომხეთში რუსული საავიაციო და საზენიტო-სარაკეტო დანაყოფების დისლოცირების გამო.
მაგრამ არსებობს სხვა საშიშროება, მაგალითად, ირანული ატომური ობიექტის განადგურების შედეგად ატმოსფეროში გაფანტული რადიოაქტიური ნაწილაკების ჰაერის მასით ჩვენსკენ გადმოტანა, ან სულაც ათი ათასობით ირანელი ლტოლვილი, რომლებიც ამერიკული დაბომბვებისგან თავის საშველად ჩრდილოეთისკენ დაიძრებიან, მით უმეტეს, რომ მათ თანამემამულეებს თბილისში ფეხი უკვე მოკიდებული აქვთ, მათ შორის ზოგიერთ საეჭვო ბიზნესში…
ამერიკულ-ირანული მორიგი დაპირისპირება, სავარაუდოდ, ისევე მალე ჩაცხრება, როგორც აქამდე არაერთხელ მომხდარა, მაგრამ იცით, ვინ მოიგებს კვლავაც ამით? რა თქმა უნდა, კრემლი, რადგან ნავთობზე ფასის ავარდნა ვაშიგტონ-თეირანის მორიგი წაკიდების გამო რუსეთის ბიუჯეტში ნავთობდოლარებს მნიშვნელოვნად გაზრდის, რაც პუტინს ახალი სამხედრო “სათამაშოების”  შექმნის საშუალებას მისცემს, რომლითაც სამიზნეში ისევ ვაშინგტონს ამოიღებს…
kvirispalitra.
скачать dle 11.3
></div>
 
  
  
        
        
        <div class=658 / 15 მაისი 2019
Загрузка...
სხვა სიახლეები
Загрузка...
კომენტარები