მოულედნელი ინფორმაცია ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით

Загрузка...
ვანო მერაბიშვილს ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარი "ურჩობის" გამო ეთქვა.
11 აპრილს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივმა საბჭომ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხზე იმსჯელა და პატიმარს ვადამდე ადრე გათავისუფლებაზე უარი ეთქვა. საბჭოს გადაწყვეტილების მიხედვით, არ მომხდარა მსჯავრდებული მერაბიშვილის რესოციალიზაცია და არ შეცვლილა მისი დამოკიდებულება მის მიერ ჩადენილი არც ერთი დანაშაულის მიმართ.

საბჭოს გადაწყვეტილების დოკუმენტი"ნიუპოსტმა" მოიპოვა. დოკუმენტში თანდართულია სოციალური მუშაკისა და ფსიქოლოგის დასკვენები სადაც გაწერილია თუ რა დამოკიდებულებები აქვს მსჯავრდებულს, მათი თქმით, მერაბიშვილი გრძნობს მხოლოდ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, რადგან მისი განმარტებით პოლიტიკური ლიდერი ვალდებულია პასუხისმგებლობა აიღოს თავის თავზე, თუმცა არ გრძნობს პასუხისმგებლობას ჩადენილი დანაშაულის გამო.

დასკვნაში მითითებულია, რომ #9 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულს არაერთხელ შესთავაზეს სხვადასხვა სოციალურ აქტივობებში მონაწილეობა, თუმცა ყოველ ჯერზე უარს აცხადებდა.

უწყება მერაბიშვილის ურჩობაზე ამახვილებს ყურადღებას, დოკუმენტში კონკრეტული აქტივობებია ჩამოთვლილი, რომელშიც მათი დასკვნით, მერაბიშვილმა მონაწილეობა არ მიიღო. ამ აქტივობებს შორისაა ინტელექტუალური თამაშები, ხელოვნების კურსი და საშობაო ესსეს წერა. როგორც ირკვევა პენიტენციურმა დაწესებულებამ მერაბიშვილისგან უარი სპორტულ აქტივობებში ჩართვაზეც მიიღო.

მერაბიშვილის ადვოკატები უდოს კომისის მორიგ უარს სასამართლოში გაასაჩივრებენ.

შეგახსენებთ, რომ შეგახსენებთ, „უდოს“ კომისიამ ერთხელ უკვე გამოიტანა უარყოფითი გადაწყვეტილება მერაბიშვილის ციხიდან გათავისუფლების საკითხზე, 25 თებერვალს კი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე საკითხის ხელახლა განხილვა დაეკისრა. скачать dle 11.3
></div>
 
  
  
        
        
        <div class=2 189 / 15 მაისი 2019
Загрузка...
სხვა სიახლეები
Загрузка...
კომენტარები