სასწრაფოდ: რა ხდება ამ წუთებში რიკოთის უღელტეხილზე (იხ. ვიდეო)

რიკოთის უღელტეხილზე სამგზავრო ავტობუსი დაიწვა. ანტალია-თბილისის მიმართულებით მოძრავ სამგზავრო ავტობუსს ცეცხლი მოძრაობისას გაუჩნდა.თურქეთის სანომრე ნიშნებით მოძრავი ავტომობილი სრულად დაიწვა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ავტობუსში მძღოლის ჩათვლით 5 ადამიანი იმყოფებოდა.
როგორც რუსთავი 2-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა ხანძრის ლიკვიდაცია უკვე მოახერხეს.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ნიშნავს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, ცეცხლთან ან მომეტებული საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებელი მოპყრობით.
скачать dle 11.3
> </div>
 
  
 

        
        
        <div class= 4 429 / 04 მაისი 2019"
სხვა სიახლეები
კომენტარები