სასიხარულო ინფორმაცია სრულიად საქართველოსთვის, ამ წუთებში ვრცელდება

Загрузка...
ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრების გარეშე“ მიერ საქართველოს მიმართ რეიტინგის გაუმჯობესება არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ჩვენ სწორი მიმართულებით ვვითარდებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, მთავრობის პოლიტიკური გუნდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიღწევა თავისუფალი მედია გარემოა.

„გამოქვეყნდა ძალიან მნიშვნელოვანი რეიტინგი, რომლის მიხედვითაც საქართველომ წინ წაიწია და პოზიციები გააუმჯობესა. ვგულისხმობ რეიტინგს, რომელიც მომზადებულია „რეპორტიორები საზღვრების გარეშე“-ს მიერ, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რეპუტაციის მქონე ორგანიზაცია. კიდევ ერთხელ მსურს გავიმეორო - ჩვენი პოლიტიკური გუნდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიღწევა გახლავთ თავისუფალი მედია გარემო. ფაქტია, რომ მედია გარემო ყოველწლიურად უმჯობესდება და ამას მთელი მსოფლიო ნათლად ხედავს. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ სვლა პროგრესისკენ, მაგრამ ამ რეიტინგში დაწინაურება არის ნათელი დადასტურება და პასუხი ყველა იმ სუბიექტური მოსაზრების შესახებ, თითქოს საქართველოში ჩვენ გვაქვს უკუსვლა მედია თავისუფლების კუთხით - ეს არის ტყუილი, ჩვენ გვაქვს პროგრესი“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

„როდესაც ვსაუბრობთ ეკონომიკურ თანამშრომლობაზე, აქ ძალიან მნიშვნელოვანია, კიდევ უფრო მეტად განვავითაროთ სატრანსპორტო მიმართულება. ამ მხრივ ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს სერიოზული გამოწვევები. სამწუხაროდ უნდა ვაღიაროთ, რომ ლოგისტიკა არის ერთგვარი ბარიერი იმისთვის, რომ საქართველომ უფრო მეტად გაზარდოს ვაჭრობა ევროკავშირთან, დაეხმაროს სხვა ქვეყნებს ჩვენი რეგიონიდან, რომ მათ გაზარდონ ვაჭრობა ევროკავშირთან. შესაბამისად, ამ მიმართულებით როგორც რუმინეთს ასევე ბულგარეთს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი რესურსი ჩვენს მხარდასაჭერად, რაც, დარწმუნებული ვარ, აუცილებლად განხორციელდება“,- აღნიშნა პრემიერმა.

მამუკა ბახტაძის განცხადებით, ვიზიტის დროს საუბარი შეეხო ახალ და ინოვაციურ პროექტებს, რომლებიც ეკონომიკურ თანამშრომლობას ახალ, კიდევ უფრო წარმატებულ დონეზე აიყვანს.
скачать dle 11.3
></div>
 
  
  
        
        
        <div class=2 170 / 19 აპრილი 2019
Загрузка...
სხვა სიახლეები
Загрузка...
კომენტარები