სასწრაფოდ: ამ წუთებში ძლიერი ხანძარია გურიაში იწვის 15 ჰექტარი ტყის მასივი (იხ. ვიდეო)

Загрузка...
ოზურგეთის რაიონში, სოფელ შემოქმედში ტყე იწვის. ცეცხლი 15 ჰექტარზეა გავრცელებული. ხანძრის ლიკვიდაციის ოპერაციას ართულებს ის, რომ სპეცტექნიკა ცეცხლის კერამდე ვერ მიდის. მსხვერპლი არ არის.​
ოზურგეთში, ვაკიჯვარში, შემოქმედი-გომის საზღვარიდან დაახლოებით 10 კილომეტრში ტყის ხანძარს ცოცხალი ძალის მეშვეობით აქრობენ. რთული რელიეფის გამო, ცეცხლის ჩასაქრობად ტექნიკის გამოყენება ვერ ხერხდება.

სოფელ ცხემლისხიდთან იმყოფებიან ადგილობრივი ხელისუფლებისა და ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები. სამანქანო გზის არარსებობისა და რთული რელიეფის გამო, ისინი არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციას მეხანძრეებისაგან და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისგან ღებულობენ.
„ამ ეტაპისთვის, მუშაობს 70 მეხანძრე-მაშველი. დამატებითი ცოცხალი ძალა მოვიდა აჭარიდან და სამეგრელოდან. სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება. ტექნიკა მიდის იმ მონაკვეთამდე, სადაც უკვე გზა წყდება და კერებამდე ფეხით მიდიან.
​​​
скачать dle 11.3
></div>
 
  
  
        
        
        <div class=1 008 / 14 აპრილი 2019
Загрузка...
სხვა სიახლეები
Загрузка...
კომენტარები