რა ჩაიდინა სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთი სამარცხვინო და სკანდალური ნაბიჯი ეს მართლაც წარმოუდგენელი რამ მოხდა

Загрузка...
9 აპრილს მოკლული 16 წლის თამარ ჭოველიძის  მამის პროტესტზე, რომელმაც მიღება დატოვა, პრეზიდენტმა კომენტარი არ გააკეთა.სალომე ზურაბიშვილმა მედიასთან არ განმარტა, რატომ დაავიწყდა თამარ ჭოველიძის გვარის შეყვანა სიაში, რის გამოც, მიღებაზე მისულ ჭოველიძის მამას ადგილი არ შეხვედრა.
მიღებაზე იმყოფებოდა 9 აპრილს მოკლული ნათია ბაშალეიშვილის დედაც.
მაული ბაშალეიშვილის განცხადებით, სამწუხარო ფაქტია, როდესაც პრეზიდენტს შენი გარდაცვლილი შვილის გვარი ავიწყდება.
"პატარები იყვნენ ყველაზე, თამრიკო და ნათია მეგობრები იყვნენ და ის პატარა ბავშვი კიდევ ამათზე უფრო პატარა იყო. არ არის სასიამოვნო ფაქტი დავიწყება," - განაცხადა მაული ბაშალეიშვილმა.

დღის ბოლოს საქართველოს პრეზიდენტი კიდევ ერთ სკანდალში გაეხვა - 9 აპრილს მოკლული 16 წლის თამარ ჭოველიძის მამამ ავლაბრის ცერემონიების სასახლე და პრეზიდენტის მიღება განრისხებულმა პროტესტის ნიშნად დატოვა.  
როგორც არკადი ჭოველიძემ განაცხადა, მისი შვილი არავის უხსენებია და დარბაზში სკამიც კი არ იყო, რომ დამჯდარიყო.
„როგორ რატომ მივდივარ? ჩემი შვილი არ ახსენეს საერთოდ. თამრიკო ჭოველიძის მამა ვარ მე და წავიდნენ საერთოდ, ვინ არის ეს მართლა... ჯერ ერთი, დაგვიძახეს, სკამი არ იყო, პუჩისტები ჰყავდათ დამსხდარი იქ და მეორე კიდევ, ჩემი შვილი თუ არ ახსენეს, რისთვის დამიძახეს. მე ვინ ვარ, არავინ ვარ ცხოვრებაში, მე არც 9 აპრილს ვყოფილვარ, აქ არ ვიყავი საერთოდ და ჩემი შვილი საერთოდ არ ახსენა, ვინ არის ეგ. მე რა ვიცი, რატომ არ ახსენა აბა?! რამე დავაშავეთ, ეტყობა, ჭოველიძეებმა,“ - ამბობს ჭოველიძის მამა. 
თამარ ჭოველიძე 1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა ხელისუფლების მიერ აქციის დარბევის დროს დიღუპა. ის 16 წლის იყო და თბილისის 51-ე საჯარო სკოლის მოსწავლე, ერთ-ერთი იმ 21 დაღუპულს შორის, რომლებიც 9 აპრილის ღამეს აქციის სასტიკად დარბევისას დაიღუპნენ.
თამარ ჭოველიძე დაჯილდოვდა „საქართველოს გმირის“ წოდებით და მიენიჭა „საქართველოს გმირის ორდენი“. скачать dle 11.3
></div>
 
  
  
        
        
        <div class=4 220 / 09 აპრილი 2019
Загрузка...
სხვა სიახლეები
Загрузка...
კომენტარები