ეს უკვე მეტისმეია სკანდალური ინფორმაცია, ნახეთ რა ჩაიდინეს თურქებმა, მათ ბათუმში ეკლესიის გალავანი დაანგრიეს

Загрузка...
ბათუმში, 26 მარტს წმინდა ევდემოზ კათოლიკოსის სახელობის ტაძრის გალავანი დაანგრიეს.ადგილობრივების თქმით, გალავნის დემონტაჟი ეკლესიის გვერდით მშენებარე საცხოვრებელი კორპუსის წარმომადგენლებმა იმ მოტივით განახორციელეს, რომ მათი კუთვნილი მიწის ფართობი მრევლმა მიითვისა.
 
ირკვევა, რომ ტერიტორია თავიდანვე სადავო იყო, თუმცა მიმდინარე წლის დასაწყისში ტაძრის ტერიტორიის მესაკუთრე შალვა მელაძესა და მშენებარე კორპუსის მეპატრონე ნარგიზ ჰასთაოღლუს შორის წერილობით შეთანხმება შედგა, რომლის მიხედვითაც გალავნის მშენებლობას ხელი არ შეეშლებოდა.
 
როგორც მღვდელმა ლუკა მიქიაშვილმა განაცხადა, თურქულმა კომპანიამ უკანონოდ და გაუფრთხილებლად დაანგრია ეკლესიის გალავანი.
 
„ვფიქრობ, რომ გალავნის დანგრევა უკანონო იყო. თქვენ როგორ ფიქრობთ ეხლა თურქეთში, რომ ჩავიდე და მეჩეთის პატარა კენჭს, რომ შევეხო რას მიზავენ? – ჯერ ისედაც წვავენ იქ ქართველებს და დამწვავდნენ კიარა ამაორთქლებდნენ. არც კი გავუფრთხილებივართ ისე მოიყვანეს ტრაქტორი და ყაჩაღურად დაანგრიეს. როგორ გაბედეს გაუფრთხილებლად ამის გაკეთება ძალიან მიკვირს.
 
 
 
 
 
ფიზიკური დაპირისპირება, რომ ყოფილიყო დამიჯერე ეკლესიას შევწირავ თავს და ეგ ცოცხალი არ იქნებოდა. დამიჯერე ამის მოტივაცია , რომ მქონდოდა მე მოვკლავდი არცერთ ახალგაზრდას არ მივუშვებდი, დასაკარგი მაინც არაფერი არა მაქვს. მეზობლები ხელმოწერებს აგროვებ, რომ მათ საერთოდ ვეღარ შეძლონ აქ ცხოვრება და წავიდნენ აქედან”,-განაცხადა მღვდელმა ლუკა მიქიაშვილმა.
 
მიწა, რომელზეც ახლა ეკლესია შენდება, ბერი ევდემოზის საკუთრებაში იყო, რომელმაც ეკლესიის ასაშენებლად ის ამჟამინდელ მეპატრონეს შალვა მელაძეს გადასცა.
 
ბერი ევდემოზის თქმით, ეკლესიის მრევლი კანონის შესაბამისად მოიქცევა.
 
„ინციდენტი არ მოხდარა ეს იყო კერძო დავა, რომელიც გადაიზარდა გაუგებრობაში. მაგათ რომ იცოდნენ რა გააკეთეს ჩოქვით მოვიდოდნენ და პატიებას ითხოვდნენ. როგორც კანონი გადაწყვეტს ისე მოვიქცევით მე რა უფლება მაქვს რამე გადავწყვიტო კანონზე წინ ვერ წავალ”, – აცხადებს ბერი ევდემოზი.
 
მახალისეებმა უკვე სამასამდე ხელმოწერა შეაგროვეს. მეზობლები ამბობენ, რომ ისინი, საცხოვრებელ კორპუსს არა მაგრამ, სასტუმროს მშენებლობას შეეწინააღმდეგებიან.
 
„ჩვენ არ გვინდა ეკლესიის გვერდით სასტუმრო აშენდეს ეს დაუშვებელია. როგორი სანახავია ეკლესიის გვერდით სასტუმრო. თურქებმა ნამდვილად დაანგრიეს გალავანი და ჩვენ ამას ვაპროტესტებთ არ ჰქონდათ ამის უფლება, ხელიც მოვაწერეთ, რომ საერთოდ არ ააშენონ აქ არაფერი და წავიდნენ აქედან”, – აცხადებენ მეზობლები.
 
რაც შეეხება თურქული კომპანიას, მისი წარმომადგენლები აცხადებენ, რომ  მეპატრონე ამ დროისთვის საქართველოში არ იმყოფება.
 
 
წყარო:tvm.geскачать dle 11.3
></div>
 
  
  
        
        
        <div class=2 482 / 07 აპრილი 2019
Загрузка...
სხვა სიახლეები
Загрузка...
კომენტარები