სასწრაფოდ: დაპირისპირება პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის ჭავჭავაძეზე დაკავებულია ვახუშტი მენაბდე (იხ. ვიდეო)

Loading...
დაპირისპირება ჭავჭავაძის გამზირზე - სამართალდამცველებმა საია-ს წარმომადგენელი, ვახუშტი მენაბდე დააკავეს. ტრაგედიის ადგილზე, სადაც ორი მუშა დაიღუპა, აქციის მონაწილეებსა და პოლიციის თანამშრომლებს შორის დაპირისპირება ცოტა ხნის წინ მოხდა. პოლიციის თანამშრომლებმა დავით სუბელიანი, არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" წარმომადგენელი, კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე და აქციის კიდევ სამი მონაწილე დააკავეს. 
დაკავებულები არიან გიორგი სოფრომაძე, გიორგი კობახიძე და ცოტნე ცხვედიანი. 
აქციის მონაწილეები რამდენიმე საათია ადგილზე იმყოფებიან და ისინი პრემიერ-მინისტრის, ჯანდაცვის მინისტრის  და დედაქალაქის მერის მისვლას ითხოვენ. მათ ცოტა ხნის წინ, ტრაგედიის ადგილზე შესვლა სცადეს, რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა. აქციის მონაწილეებმა გზის გადაკეტვაც სცადეს.
ადგილზე მივიდა საია-ს თავმჯდომარე სულხან სალაძე და სახალხო დამცველი. სულხან სალაძის განცხადებით, ოორგანიზაცია მომხდარს დეტალურად შეისწავლის. 
​​​скачать dle 11.3
></div>
 
  
  
        
        
        <div class=548 / 01 აპრილი 2019
Loading...
სხვა სიახლეები
Loading...
კომენტარები
Loading...