რა ხდება ამ წუთებში ჭავჭავაძეზე მობილიზებულია დიდი რაოდენობით პოლიცია დაკავებულია რამდენიმე ადამიანი

Загрузка...
ჭავჭავაძის გამზირზე, სადაც შრომითი უფლებების დაცვის მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს, სამართალდამცველებმა რამდენიმე ადამიანი დააკავეს.არსებული ინფორმაციით, დაკავებულნი არიან ცოტნე ცხვედიანი, გიორგი კობახიძე, გიორგი სოფრომაძე, ვახუშტი მენაბდე და დავით სუბელიანი.
აქციაზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც დემონსტრანტებმა გზის მეორე ნაწილის გადაკეტვაც სცადეს, რისი უფლებაც სამართალდამცველებმა არ მისცეს. ამის შემდეგ აქციის მონაწილეებმა იმ შენობის ფასადი დააზიანეს, სადაც გუშინ სამშენებლო სამუშაოებისას მიწის ჩამოშლას ორი მუშა ემსხვერპლა.
ამ დროისთვის ვითარება განმუხტულია. ადგილზე აქცია და სიტყვით გამოსვლები გრძელდება.
ადგილზე იმყოფებიან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე საქართველოს იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე.
ამ დროისთვის ჭავჭავაძის გამზირზე მოძრაობა შეზღუდულია.
შრომითი უფლებების დაცვის მოთხოვნით აქციის მონაწილეები ჯერ მთავრობის ადმინისტრაციასთან შეიკრიბნენ, ხოლო შემდეგ ჭავჭავაძის გამზირზე გადაინაცვლეს და მოითხოვეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია და ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო მათთან შესახვედრად 23:00 საათამდე მივიდნენ.скачать dle 11.3
></div>
 
  
  
        
        
        <div class=2 412 / 01 აპრილი 2019
Загрузка...
სხვა სიახლეები
Загрузка...
კომენტარები