
ნაკლები შრომა დამსაქმებლისა და დასაქმებულისთვის მეტი სიკეთისმომტანია, ამიტომ მსოფლიო 4 დღიან სამუშაო კვირაზე უნდა გადავიდეს, weforum.org-ის ინფორმაციით, ამის შესახებ დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე ორმა ექსპერტმა განაცხადა. „ გვაქვს რამდენიმე ექსპერიმენტის შედეგები, რომელიც აჩვენებს, რომ სამუშაო საათების შემცირების პირობებში ადამიანებს მეტად შეუძლიათ საქმეზე ყურადღების კონცენტრირება, სამუშაო კი უფრო მაღალი ხარისხით არის შესრულებული. ასევე, დასაქმებულები მეტად ლოიალურები არიან იმ ორგანიზაციების მიმართ, რომლებიც საშუალებას აძლევენ, პირად ცხოვრებას მეტი დრო დაუთმონ,“ - ამბობს პენსილვანიის ვარტონის სკოლის ფსიქოლოგი ადამ გრანტი. ამ აზრს იზიარებს ეკონომისტი და ისტორიკოსი რატგერ ბრეგმანი და ამბობს, რომ სამუშაო დღეების შემცირება არც ისე რადიკალურია : „ათწლეულების განმავლობაში წამყვან ეკონომისტებს, ფილოსოფოსებს, სოციოლოგებს ჯეროდათ, რომ სულ უფრო ნაკლები უნდა გვემუშავა. 1920-30-იან წლებში კაპიტალისტმა ანტერპრენერებმა აღმოაჩინეს, რომ თუ სამუშაო დღეს შეამცირებდნენ, დასაქმებულები მეტად პროდუქტიულები ხდებოდნენ. მაგალითად - ჰენრი ფორდმა სამუშაო საათები 60-დან 40 საათამდე შეამცირა, რამაც უკეთესი შედეგი მისცა, რადგან თანამშრომლები ნაკლებად იღლებოდნენ,“ - ამბობს ბრეგმანი. აღნიშნულ თეორიებს აკადემიური კვლევებიც ამყარებს, რომელთა მიხედვითაც მკვლევარებმა დაადგინეს, რომ მოკლე სამუშაო კვირის პირობებში ადამიანები მეტად ბედნიერები და პროდუქტიულები არიან, პროდუქტიულობა კი 20%-ით იმატებს.
გაითვალისწინებს თუ არა ამას საქართველო და მისი ხელისუფლება ალბათ საინტერესო იქნება ეს ყოველივე გაიწეროს შრომის კოდექსში შემცირდეს სამუშაო საათები. ზოგიერთი კომპანიები დაქირავებულებს მონურ პირობებში აყენებს სადაც მთლიანი კვირა სამუშაო დღეა ან დასვენება მხოლოდ 1 დღეა, ანაზღაურება კი რათქმაუნდა არ შეესაბამება სამუშო დროს.
სასიხარულო და მისასალმებელი იქნება ის ფაქტი თუ ეს მეთოდი 4 დღიანი სამუშაო დაინერგოს ჩვენს ქვეყანაშიც ოღონდ ანაზღაურების შემცირების ხარჯზე არა რადგან ამას აუცილებლად გააკეთებს ბევრი დამსაქმებელი, აქედან გამომდინარე კანონში უნდა იყოს გაწერილი ეს ყოველივე.
მაშ ასე მსოფლიო 4 დღიან სამუშაო კვირაზე გადადის უპასუხებს თუ არა ამ გამოწვევას საქართველო?
скачать dle 11.3