სასწრაფოდ! უდიდესი ტრაგედია ორთაჭალაში მშენებლობიდან გადმოავრდა მუშები, არიან გარდაცვლილებიც

Загрузка...
ორთაჭალაში, მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდნილი კიდევ ერთი მამაკაცი „ამტელ ჰოსპიტალში“ გარდაიცვალა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კლინიკის დირექტორმა ლაშა მაჭარაშვილმა განუცხადა.მისივე თქმით, მამაკაცი კლინიკაში შეყვანიდან 2 საათში გარდაიცვალა. იგი კრიტიკულ მდგომარეობაში იყო და სიცოცხლისთვის შეუთავსებელი მდგომარეობა ჰქონდა.
რაც შეეხება მშენებლობიდან ჩამოვარდნილ კიდევ ერთ მამაკაცს, მას ინგოროყვას კლინიკაში ოპერაცია ჩაუტარდა. კლინიკის გადაუდებელი დახმარების განყოფილების ხელმძღვანელის თეონა ხუჭუას თქმით, პაციენტი ამჟამად რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
„დაზიანებულია თირკმელი, ღვიძლი, სერიოზული ტრავმულ–ჰომორაგიული შოკია. ახლახანს დასრულდა ოპერაცია და პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს, ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება“, - განაცხადა ხუჭუამ და დასძინა, რომ პაციენტის მდგომარეობასთან დაკავშირებით ექიმები პროგნოზს ვერ აკეთებენ.
შეგახსენებთ, რომ ორთაჭალაში, მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდნის შედეგად, ერთი ადამიანი ადგილზე დაიღუპა და ორი დაშავდა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. არსებული ინფორმაციით, მუშები აღნიშნულ შენობაში სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებდნენ და სიმაღლიდან ჩამოვარდნენ.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
წყარო IPN.geскачать dle 11.3
></div>
 
  
  
        
        
        <div class=1 614 / 16 მარტი 2019
Загрузка...
სხვა სიახლეები
Загрузка...
კომენტარები