მიხეილ სააკაშვილი საგანგებო განცხადებას ავრცელებს დაბრუნებასთან დაკავშირებით "1 აპრილს დაბრუნებას ვგეგმავ, ბილეთი უკვე შევიძინე"

Загрузка...
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა ჟურნალისტ დიმიტრი გორდონთან ინტერვიუში განაცხადა, რომ პირველ აპრილს უკრაინაში დაბრუნებას გეგმავს. როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, მან ბილეთი უკვე შეიძინა.მიხეილ სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ უკრაინის მოქმედი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ვერ გადავა, რის შემდეგაც არც ერთი მესაზღვრე მის ბრძანებას არ შეასრულებს.
“ამა წლის 1 აპრილს ელექტრონული ბილეთი მაქვს, ვარშავიდან კიევში, ბორისპოლში 14:05 საათზე ჩასვლას ვგეგმავ. ბილეთი შევიძინე, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ პოროშენკო არჩევნების მეორე ტურში ვერ გადავა. როდესაც ის  მეორე ტურში ვერ გადავა, დარწმუნებული ვარ, არც ერთი მესაზღვრე მისი ბრძანების შესრულებას, ასევე უკრაინაში ჩემს არშეშვებას და პოროშენკოს  სხვა დანაშაულებრივი ბრძანებების შესრულებას არ მოინდომებს“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის უფროსმა ოლეგ სლობოდიანმა  BBC-ის უკრაინულ სამსახურს განუცხადა:
“ეს ადამიანი უკრაინის მოქალაქე არ არის და უკრაინაში 2021 წლამდე მისი შეშვების საფუძველი არ არსებობს”.
მისი თქმით, შესაბამისად, მესაზღვრეებს მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში შეშვების უფლება არ აქვთ.
ცნობისთვის, “ახალ ძალთა მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, მიხეილ სააკაშვილი, უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს ბრძანებით, უკრაინიდან 2018 წლის 12 თებერვალს გააძევეს. მას ქვეყანაში შესვლა 2021 წლის 13 თებერვლამდე აეკრძალა.скачать dle 11.3
></div>
 
  
  
        
        
        <div class=1 314 / 13 მარტი 2019
Загрузка...
სხვა სიახლეები
Загрузка...
კომენტარები