თეა წულუკიანის პირველი კომენტარი თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით

Loading...
თეა წულუკიანი თანამდებობის დატოვებას არ გამორიცხავს.იუსტიციის მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ რამდენიმე დღის წინ გაჩნდა საკითხი, რომელიც მისი სამინისტროს უფლებამოსილების ფარგლებში უნდა გადაწყდეს. მისივე თქმით, ამ თემაზე მიმდინარე დისკუსიაში მას მყარი პოზიცია გააჩნია, აღნიშნული თემა კი მნიშვნელოვანია და მასშტაბური ხასიათი აქვს.
იუსტიციის მინისტრი ამ დროისათვის არ აკონკრეტებს, თუ რა საკითხზეა საუბარი, - "თავს შევიკავებ ამ თემაზე დღეს ღიად საუბრისგან, რადგან შიგნით ვმსჯელობთ აღმასრულებელი სტრუქტურების ფარგლებში. რამე ტრაგიკული არ ხდება", - საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, თქვა წულუკიანმა.
როგორც თეა წულუკიანი ამბობს, თუ პოზიცია არ იქნება გაზიარებული და ფასეულობათა შორის წინააღმდეგობა იქნება, იგი "გვერდზე გაიწევა, რადგან თანამდებობა არ არის ფასეული".
"პირველ რიგში, შემიძლია ვთქვა, რომ არა, არ გადავმდგარვარ. თუმცა არის ოთხი-ხუთი დღის წინ გაჩენილი საკითხი, რომელიც ეხება ჩემი სამინისტროს უფლებამოსილების ფარგლებში გადასაწყვეტ საკითხს. ამ თემაზე მიმდინარეობს დისკუსია და მე მაქვს ჩემი ძალიან მყარი პოზიცია, რომელიც არც რომელიმე ერთ რეფორმას, არც რომელიმე ერთ პროცედურას არ ეხება, თუნდაც ამჟამად პარლამენტში მიმდინარეს. ეს არის საკითხი, რომელიც არის ჩემს თვალში ყოველ შემთხვევაში, ძალიან მასშტაბური, მნიშვნელოვანი ჩემთვის და თუ ვნახე, რომ ეს პოზიცია არ იქნება გაზიარებული და იქნება, ასე ვთქვათ, მიუხედავად იმისა, რომ მე მგონია, რომ ეს არის ფასეული, ამ ფასეულობათა შორის წინააღმდეგობა იქნება, მე, რა თქმა უნდა, არ ვიფიქრებ არც ერთ წუთს და გვერდზე გავიწევი, რადგან თანამდებობა არ არის ფასეული", - საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, თქვა თეა წულუკიანმა.
რამდენიმე დღის წინ, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია წულუკიანის თანამდებობიდან წასვლის თაობაზე, რაც სამინისტროში არ დაადასტურეს.
თეა წულუკიანი იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე ხელისუფლებაში "ქართული ოცნების" მოსვლის შემდეგ დაინიშნა. ის ამ პოსტს უკვე მე-7 წელია იკავებს.скачать dle 11.3
></div>
 
  
  
        
        
        <div class=612 / 12 მარტი 2019
Loading...
სხვა სიახლეები
Loading...
კომენტარები
Loading...