Loading...

სასწრაფოდ! სასიხარულო ინფორმაცია მთელი საქართველოსთვის, ახლახან გავრცელდა

Loading...
უცხოელებისთვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის წესი იცვლება და მნიშვნელოვნად რთულდება. როგორც გაზეთი „კვირის პალიტრა“ წერს, ცვლილებების შეტანა “უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” საქართველოს კანონში იგეგმება. პროექტის მიხედვით, ინვესტორზე თავიდანვე მუდმივი ბინადრობის ნებართვა აღარ გაიცემა, მანამდე ინვესტორმა ჯერ 5 წლის ვადით საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა უნდა მიიღოს. კანონპროექტის ავტორების აზრით, ბინადრობის მოწმობის მისაღებად კანონი საკმაოდ დაბალ თანხობრივ ცენზს აწესებს, რაც დღევანდელ რეალობაში და მიგრაციის არსებული დონის გათვალისწინებით რაციონალურ მინიმალურ ზღვარზე უფრო დაბალია. ეს კი, მათი შეფასებით, ხელს უწყობს არა იმდენად ინვესტიციების მოზიდვასა და ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას, არამედ უცხო ქვეყნის მოქალაქეების (ძირითადად, მატერიალურ სიდუხჭირეში მყოფი პირების) მასობრივ მიგრირებას.დღეს მოქმედი კანონით, პირზე ბინადრობის ნებართვა გაიცემა მის მიერ არანაკლებ 300 ათასი ლარის ინვესტიციის დაბანდების საფუძველზე, ან საქართველოს ტერიტორიაზე უძრავი ქონების საკუთრებაში ქონის შემთხვევაში, რომლის საბაზრო ღირებულება აღემატება 35 ათასი აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარში.
გარდა ამისა, საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და სრული 1 წლის ვადით უვიზოდ ყოფნის უფლება საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და საქართველოს სხვა სამართლებრივი აქტების საფუძველზე 95 ქვეყნის მოქალაქეს აქვს.
“საქსტატის” განსაზღვრებით, იმიგრანტად მიიჩნევა ნებისმიერი პირი, რომელიც ბოლო 12 თვეში 183 დღეს ან მეტხანს იმყოფებოდა საქართველოს ტერიტორიაზე და ამასთანავე, წინა 12 თვის განმავლობაში 183 დღე ან მეტი საქართველოს ფარგლებს გარეთ ჰქონდა გატარებული. ამ განმარტებით, 2016 წელს საქართველოში 90 228 იმიგრანტი იყო. 2012-2016 წლებში უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ საკუთრების უფლებით რეგისტრირებული 34 024 უძრავი ქონება აღირიცხაскачать dle 11.3
> </div>
 
  
  
        
        
        <div class= 3 758 / 04 მარტი 2019"
Loading...
სხვა სიახლეები
Загрузка...
კომენტარები