ქართველმა მოკლა ქართველი? უახლესი დეტალები პოლონეთში მოკლულ მამაკაცთან დაკავშირებით

Загрузка...
„ვარშავაში საქართველოს მოქალაქე მოკლეს. ამ ეტაპზე პოლიცია ავტომობილში მყოფი პირების ვინაობის და 45 წლის მამაკაცის გარდაცვალების მიზეზების დადგენას ცდილობს. გამორიცხული არ არის, რომ ავტომობილში მყოფი პირებიც უცხოელები იყვნენ“, - ამის შესახებ პოლონური გამოცემა „Dorzeczy“ წერს.გამოცემის ცნობითვე, გასული ღამეს, ვარშავის ერთ-ერთ ჰოსპიტალთან ავტომობილი გაჩერდა, საიდანაც დაუდგენელმა პირებმა საქართველოს მოქალაქის ცხედარი გადმოაგდეს.
ექიმების ინფორმაციით, მამაკაცი მარჯვენა მხარში იყო დაჭრილი, სავარაუდოდ, ცივი იარაღით.
„ამ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს ძიება. პროკურატურის თანამშრომლებმა ადგილზე საგამოძიებო ღონისძიებები ჩაატარეს. ამ ეტაპზე მეტს ვერაფერს გეტყვით“, - განაცხადა პროკურატურის წარმომადგენელმა მარცინ სადუშმა.

საქართველოს მოქალაქის გ. ბოჭორიშვილის სავარაუდო მკვლელი ქართველია. როგორც ''პრაიმტაიმს'' გარდაცვლილის მეუღლემ თეა კვარაცხელიამ, განუცხადა ეჭვმიტანილი თერჯოლის რაიონის მკვიდრია.
''ისინი სასტუმროში ერთად ცხოვრობდნენ. შელაპარაკების ნიადაგზე, ნასვამი ღამით მიეპარა და მოკლა'' - ამბობს მოკლულის მეუღლე.
გ. ბოჭორიშვილი ამ დროისთვის პოლონეთის პროზექტურაშია გადასვენებული. მომხდარის შესახებ ინფორმირებულია პოლონეთში საქართველოს საელჩო.
скачать dle 11.3
></div>
 
  
  
        
        
        <div class=1 639 / 07 თებერვალი 2019
Загрузка...
სხვა სიახლეები
Загрузка...
კომენტარები