Loading...

სასიხარულო ინფორმაცია მთელი საქართველოსთვის, რომელიც ახლახან გავრცელდა

Loading...
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია FAO საქართველოში 2 მილიონი ევროს ღირებულების სოფლის განვითარების პროექტს იწყებს. ამის შესახებ შეთანხმებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და FAO-ს წარმომადგენელმა საქართველოში რაიმონდ იელემ ხელი ბერლინში მოაწერეს.პროექტი, რომელსაც გაეროს სურსათისა და სოფლის მეუნეობის ორგანიზაცია (FAO) განახორციელებს, ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADC) მიერ არის დაფინანსებული.
როგორც East Fruit-ს თბილისში, FAO-ს წარმომადგენლობაში განუცხადეს, პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარებას, ბუნებრივი რესურსების მართვას და ეკოლოგიურად სუფთა მეთოდების დანერგვას. ასევე, ქართველ ფერმერებში კონკურენტუნარიანობის გაზრდას და აგროწარმოების გამო კლიმატის ცვლილებების შემცირებას.
 

FAO-ს ინფორმაციით, პროექტი ითვალისწინებს აგრო პოლიტიკის შერჩევას, რომელიც საპილოტე პროექტების განხორციელებას შეუწყობს ხელს. მათივე ცნობით, მთავარი ყურადღება დაეთმობა სერვისების გაუმჯობესებას და ზოგადად, სოფლის განვითარებას.
აღნიშნულის ფარგლებში, საქართველოს ორი რეგიონის 4 სოფელში საპილოტე პროექტები შემუშავდება და დაფინანსდება.скачать dle 11.3
> </div>
 
  
  
        
        
        <div class= 4 721 / 05 თებერვალი 2019"
Loading...
სხვა სიახლეები
Загрузка...
კომენტარები