რიკოთის გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება

Загрузка...
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 143–ე კმ-ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში, გვირაბის მართვის ავტომატიზირებული სისტემის (SKADA) განახლების მიზნით, 2017 წლის 1 აგვისტოს, ღამის 00:00 სთ-დან დილის 05:00 სთ-მდე, იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა განხორციელდება რიკოთის საავტომობილი გვირაბის შემოსავლელ გზაზე.დროის ამ პერიოდში რიკოთის გვირაბის შემოსავლელ გზაზე 2 სხვადასხვა ადგილას უზრუნველყოფილი იქნება საბუქსირე მექანიზმების მორიგეობა.
რიკოთის საავტომობილო გვირაბში მოძრაობის ჩაკეტვა და საავტომობილო გვირაბის შემოსავლელ გზაზე სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობის გადართვა განხორციელდება თანდართული დროებითი მოძრაობის ორგანიზაციის სქემის შესაბამისად.скачать dle 11.3
></div>
 
  
  
        
        
        <div class=1 151 / 31 ივლისი 2017
Загрузка...
სხვა სიახლეები
Загрузка...
კომენტარები