სამწუხარო ინფორმაცია, რომელიც ახლახან გავრცელდა საბერძნეთის ხანძარმა ქართველი ემიგრანტი იმსხვერპლა

საბერძნეთში ბოლო მონაცემებით, ხანძარს 60-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულებს შორის ორი ბავშვია. დაუზუსტებელი ინფორმაციით, გარდაცვლილია ერთი ქართველი ქალი, თუმცა აღნიშნულს საელჩო არ ადასტურებს. „ქარია და ტემპერატურაც მაღალია, რაც მაშველებს ხელს უშლის.  შევიტყვეთ, რომ დაღუპულია ერთი ქართველი ქალი, რომელიც მოხუცს უვლიდა. ბოლო ინფორმაციით, დაღუპულია 60 ადამიანი,“- ამბობს ათენში მცხოვრები, ხრისტოს კეხაგიასი.
საბერძნეთში მცხოვრები ქართველები დეტალურად ჰყვებიან გუშინდელი ტრაგიკული ღამის შესახებ. საბერძნეთში მცხოვრები კესო სამხარაძე ამბობს, რომ ათენის გარეუბანში ცეცხლი იმდენად სწრაფად გავრცელდა, რომ მოსახლეობა სახლებისა და მანქანების დატოვებას ვერ ახერხებდა.
„ქალაქში სიმშვიდეა, მაგრამ დიდი ტრაგედიაა,  დილიდან აცხადებენ, რომ 60 ადამიანია გარდაცვლილი, 6 კილომეტრია ტერიტორია გადამწვარი, 1200-ზე მეტი სახლია დამწვარი. დაკარგულია 200-ზე მეტი, უკვე ვეღარ ითვლიან, რამდენია დაკარგული. ზოგი დაიწვა, ზოგი წყალში გადახტა და დაიღუპნენ. ბავშვები მშობლებთან ერთად არიან დამწვარი თავიანთ ეზოში. ბევრი მანქანაში ჩაიწვა, იმიტომ რომ ვერ მოასწრეს მანქანებიდან გადმოსვლა,“- ამბობს კესო სამხარაძე.
კურორტი მატი, რომელიც ათენიდან 30 კილომეტრში მდებარეობს, მთელი ღამის განმავლობაში სტიქიის მთავარი ეპიცენტრი იყო. ქვეყნის პრემიერი ალექსის ციპრასი მოკავშირე ქვეყნებს დახმარებისკენ მოუწოდებს. საბერძნეთში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.
წყარო rustavi2.geскачать dle 11.3
> </div>
 
  
 

        
        
        <div class= 7 600 / 25 ივლისი 2018"
სხვა სიახლეები
კომენტარები