Loading...

სამწუხარო ინფორმაცია, რომელიც ახლახანს გავრცელდა სენატორ ჯონ მაკკეინს თავის ტვინის სიმსივნე აღმოაჩნდა

Loading...
„პარასკევს, 14 ივლისს, სენატორ ჯონ მაკკეინს ფოენიქსში, მეიოს კლინიკის საავადმყოფოში, მარცხენა თვალის ზემოთ სისხლის შენადედის ამოსაღებად ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. ქსოვილის შემდგომმა პათოლოგიამ გამოამჟღავნა, რომ დაწყებით სიმსივნეს, რომელიც ცნობილია, როგორც გლიობლასტომა, კავშირი ჰქონდა სისხლის შენადედათან. სკანირება, რომელიც პროცედურის (მინიმალურად ინვაზიური თავის ქალის ტრეპანაცია წარბის ნაჭდევთან) შემდეგ გაკეთდა, აჩვენებს რომ კავშირის მქონე ქსოვილი სრულიად იყო ამოჭრილი რენტგენოგრაფიის დახმარებით მიღებული გამოსახულების კრიტერიუმით“, ნათქვამია მეიოს კლინიკის განცხადებაში, რომელიც მაკკეინის თხოვნით გამოქვეყნდა. 

„სენატორი და მისი ოჯახი მეიოს კლინიკასთან ერთად განიხილავენ მომავალი მკურნალობის პარამეტრებს. მკურნალობის არჩევანი შესაძლოა მოიცავდეს ქიმიოთერაპიის და რადიაციის კომბინაციას“, აღნიშნულია განცხადებაში.
 

მაკკეინის ექიმები აცხადებენ, რომ მაკკეინი ოპერაციის შემდეგ „განსაცვიფრებლად კარგად“ ადგას გამოკეთების გზას და „მისი ძირითადი ჯანმრთელობა ჩინებულია“.
 

„ამერიკული ტვინის სიმსივნის ასოციაციის“ თანახმად, წელიწადში 12 000-ზე მეტ ადამიანს უსვამენ გლიობლატსომას დიაგნოზს. „ამერიკული კიბოს საზოგადოება“ 55 წელს გადაცილებულ პაციენტებში 5 წლით გადარჩენის პროცენტულ მაჩვენებელს დაახლოებით 4%-ით განსაზღვრავს.
 

ექიმმა დევიდ ფარბერმა, ერთ-ერთმა რომელიც მასაჩუსეტის აწ გარდაცვლილ სენატორს, თედ კენედის მკურნალობდა, ABC-ის ახალ ამბებს დაუდასტურა, რომ კენედის სიმსივნეც ასევე გლიობლატსომა იყო.
 

პრეზიდენტმა ტრამპმა განცხადებაში თქვა: „სენატორი ჯონ მაკკეინი ყოველთვის მებრძოლი იყო. მელანია და მე ვლოცულობთ სენატორ მაკკეინისთვის, სინდისა და მთელი მათი ოჯახისთვის. მალე გამოკეთებას გისურვებთ“.скачать dle 11.3
> </div>
 
  
  
        
        
        <div class= 2 559 / 20 ივლისი 2017"
Loading...
სხვა სიახლეები
Загрузка...
კომენტარები