მოულოდნელი სკანდალური და ახალი დეტალები ხდება ცნობილი სმიტების ოჯახის შესახებ

გახმაურებული მკვლელობის ახალი დეტალები ხადას ხეობიდან - ადგილობრივი მწყემსები კურიერს უყვებიან, რომ დაკავებული პირი თავის ტელეფონში გარდაცვლილი ქალის ფოტოს ინახავდა.
ცხედრისთვის გადაღებული სურათს ჯერ კიდევ 4 ივლისს მალხაზ კობაური სხვა მწყემსებსაც აჩვენებდა მაშინ, როცა ლორა სმიტის გვამს მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ მიაკვლიეს.
ადგილობრივების თქმით, შემთხვევის დღეს ხეობაში სმიტების გარდა სხვა უცხო პირები ან მანქანა არ შეუნიშნავთ.
კობაურების ოჯახში კი ამბობენ, რომ მკვლელობა მალხაზ კობაურს არ ჩაუდენია და სმიტების ოჯახის წევრები ორმა მათთვის უცხო პირმა დახოცა. ხადას ხეობაში კი ისინი შავი ჯიპით მივიდნენ.
ოჯახის წევრები ითხოვენ, რომ მალხაზ კობაური FBI-ის წარმომადგენლებმა დაკითხონ. ისინი გამოძიებას უნდობლობას უცხადებენ.
„ჩვენ მოვითხოვთ, რომ დაკითხოს და გამოიძიოს ამერიკამ, ჩაერთოს მთლიანად თავისი საგამოძიებო ჯგუფით. ჩვენ ამათ აღარ ვენდობით უკვე, ძალიან აღარ ვენდობით. არ ვენდობით ფაქტებიდან გამომდინარე, რაც გამოვლინდა. არ არის ეს ბავშვი მკვლელი, ხალხო, არა. მაგას არ შეეძლო. მეცხვარე ბიჭი ცხვარს კი არა, ქათამს რომ ვერ დაკლავს, როგორ უნდა მოკლას ადამიანი, მითუმეტეს, ბავშვი. ამას დიდი გამბედაობა ხომ უნდა,“ - განაცხადა მალხაზ კობაურის დეიდამ.


ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ხა­დას ხე­ო­ბა­ში მოკ­ლუ­ლი ლორა სმი­ტის გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის ვერ­სი­ა­ზეც მუ­შა­ობს, - ამის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს პრეს­სამ­სა­ხურ­ში გა­ნუ­ცხა­დეს. მათი გან­მარ­ტე­ბით, გა­მო­ძი­ე­ბა ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნის მო­ლო­დინ­შია.
„გა­მო­ძი­ე­ბა გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის ვერ­სი­ა­ზეც მუ­შა­ობს და ვე­ლო­დე­ბით ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნას“, - აცხა­დე­ბენ შს სა­მი­ნის­ტრო­ში.
6 ივ­ლისს, მარ­ნე­უ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში მცხოვ­რე­ბი, ამე­რი­კე­ლი ცოლ-ქმა­რი რაინ და ლორა სმი­ტე­ბი, ასე­ვე მათი 4 წლის ვაჟი, დუ­შე­თის რა­ი­ონ­ში, ხა­დას ხე­ო­ბა­ში გა­უ­ჩი­ნარ­დნენ. რამ­დე­ნი­მე დღე­ში კი, მათი ცხედ­რე­ბი იპო­ვეს. მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლია 19 წლის მწყემ­სი მალ­ხაზ კო­ბა­უ­რი, რო­მელ­მაც გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ოჯა­ხი კონ­ფლიქ­ტის ნი­ა­დაგ­ზე და­ხო­ცა. თა­ვად ბრალ­დე­ბუ­ლი კი წარ­დგე­ნილ ბრალს არ აღი­ა­რებს და აღ­ნიშ­ნავს, რომ სმი­ტე­ბი ორმა უცხო მა­მა­კაც­მა მოკ­ლა, რო­მე­ლიც სი­მარ­თლის თქმის შემ­თხვე­ვა­ში მა­საც აში­ნებ­დნენ.скачать dle 11.3
> </div>
 
  
 

        
        
        <div class= 7 566 / 13 ივლისი 2018"
სხვა სიახლეები
კომენტარები