ვინ იყო 23 წლის ბიჭი, რომელიც რამდენიმე საათის წინ თბილისში ავარიის შედეგად გარდაიცვალა

"მოტო აქეთ მხარეს ეგდო, დაჭეჭყილი, გაუბედურებული, გზაზე იდგა ბევრი პატრული და სასწარაფო" - ყვება ავარიის შესახებ ერთ-ერთი თვითმხილველი.

"დიდი სისწრაფით მოდიოდა გლდანის მხრიდან, მანქანას დაარტყა და გადმოისროლა აქეთ, მეორე მხარეს, სადაც მომავალ მანქანას შეასკდა კიდევ" - ყვება ერთ-ერთი თვითმხილველი "იმედთან" ინტერვიუში.
AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, დაღუპული 23 წლის ზუკა გვაზავაა. ის შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნის, ლევან გვაზავას ვაჟი იყო. როგორც ირკვევა, დაღუპული დიდი ხანია მართავს მოტოციკლს.
წყარო ambebi.ge

სხვა სიახლეები
კომენტარები