გოგონამ, რომელმაც ირაკლი ნოზაძე დაჭრა პირველ კომენტარს აკეთებს

საქალაქო სასამართლოში ირაკლი ნოზაძის დაჭრის ფაქტზე დაკავებული ორი პირის: თამთა ჯანჯღავასა და ნათია თოფურიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.ჯგუფ „ქუჩის ბიჭების“ წევრის, მომღერალ ირაკლი ნოზაძის დაჭრის ბრალდებით დაკავებულმა თამთა ჯანჯღავამ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ ის შოკირებულია და არ იცის მისი შვილები, სად იმყოფებიან. მისი თქმით, ის გამოძიებას ხელს არ შეუშლის და პროცესებზე გამოცხადდება. 
"იმ დონემდე ვარ შოკირებული მომხდარის გამო, არ ვიცი ჩემი შვილები ახლა რომელ ნათესავთან იმყოფებიან" - განაცხადა ჯანჯღავამ. მისი თქმით, ის 5-6 წლის შვილებთან და ბებიასთან ერთად ცხოვრობს, ხოლო დედა მძიმედ არის ავად და ცალკე ცხოვრობს. 
ფაქტის შეუტყობინებლობისთვის დაკავებული ნათია თოფურია, არ ეთანხმება იმ ფაქტს, რომ მას ყოფილი მეუღლე ეხმარება. 
"არ ვეთანხმები, რომ ჩემი ყოფილი მეუღლე მეხმარება რამეში. ბავშვები საერთოდ არ იცნობენ მამას. ჩემი ყოფილი მეუღლე მე არაფერში დამხმარებია" - განაცხადა თოფურიამ სასამართლო პროცესზე. 
საქალაქო სასამართლოში თამთა ჯანჯღავასა და ნათია თოფურიას  აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებაზე მსჯელობენ. ჯანჯღავას განზრახ მკვლელობის მცდელობას, თოფურიას კი ფაქტის შეუტყობინებლობას ედავებიან.    ირაკლი ნოზაძე 25 ივნისს ცივი იარაღით დაჭრეს. შსს- მ ფაქტზე ორი ქალი 26 ივნისს დააკავა. скачать dle 11.3
> </div>
 
  
 

        
        
        <div class= 5 953 / 29 ივნისი 2018"
სხვა სიახლეები
კომენტარები