მაია მიმინოშვილის მიმართა აბიტურიენტებს

გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, მაია მიმინოშვილმა ეროვნულ გამოცდებზე კონდიციონერების სისტემის დამონტაჟებასთან დაკავშირებით, განაცხადა, რომ ამ საკითხის მოგვარება მათ კომპეტენციაში არ შედის. მისივე თქმით, აღნიშნული პრობლემის მოგვარების პირობა ჯერ კიდევ წინა განათლების მინისტრმა დადო, თუმცა, როგორც მან აღნიშნა, წელს რუსთავის საგამოცდო ცენტრში კონდიციონერების სისტემის დამონტაჟება გამოცდების ეროვნული ცენტრის ინიციატივა და რეკომენდაცია არ ყოფილა.„წელს დაიწყო ეს ეტაპი და ერთ სკოლაში დამონტაჟდა, ყველა სკოლასა და ყველა საგამოცდო ცენტრში ეს მარტივი გასაკეთებელი ნამდვილად არ არის. რაც შეეხება პრობლემას, რა თქმა უნდა, არავინ უარყოფს, იმიტომ, რომ სამწუხაროდ, მხოლოდ და მხოლოდ ეს პერიოდი გვაქვს, როცა შეგვიძლია გამოცდების ჩატარება. ჩვენ ვიქნებოდით ბედნიერები, რომ გაზაფხულზე ან შემოდგომაზე ყოფილიყო, თუმცა სკოლები მაისის ბოლოს ასრულებენ სასწავლო პროცესს და სექტემბერში უმაღლესი სასწავლებლები იწყებენ. რუსთავის საგამოცდო ცენტრში კონდიციონერების სისტემის დამონტაჟება ჩვენი ინიციატივა და რეკომენდაცია არ ყოფილა, ეს იყო განათლების მინისტრის გადაწყვეტილება. გააზრებული მაქვს, რომ სკოლას არ სჭირდება კონდიციონერი. მაისიდან სექტემბრამდე, სკოლები ისვენებენ და მე ვერაფრით ვერ მოვთხოვდი ვინმეს, რომ გინდა თუ არა, კონკრეტულ სკოლაში კონდიცირების სისტემა დაემონტაჟებინა. წინა განათლების მინისტრმა ეს დაპირება ნამდვილად დადო, რომ ყველა სკოლაში იქნებოდა კონდიცირების სისტემა და ჩვენ ვიქნებოდით ბედნიერები, ეს რომ ასე მომხდარიყო, თუმცა მხოლოდ ეს არის პრობლემა“, – განაცხადა მიმინოშვილმა.
გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, წელს, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე კონდიცირების სისტემა მხოლოდ რუსთავის საგამოცდო ცენტრში იქნება დამონტაჟებული.скачать dle 11.3
> </div>
 
  
 

        
        
        <div class= 1 109 / 29 ივნისი 2018"
სხვა სიახლეები
კომენტარები