სამწუხარო ინფრომაცია ვინ არის 2 ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ავარიის დროს გარდაიცვალა?

თბი­ლი­სი-სე­ნა­კი-ლე­სე­ლი­ძის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო მა­გის­ტრა­ლის აგა­რის მო­ნაკ­ვეთ­ზე ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას ორი ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა. და­ღუ­პუ­ლე­ბი თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრო­მლე­ბი არი­ან, კი­დევ ერთი მგზავ­რი კი მძი­მედ და­შავ­და.
AMBEBI.GE-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ავა­რი­ის შე­დე­გად და­ი­ღუპ­ნენ გაბ­რი­ელ გვარ­ჯა­ლა­ძე და გიგო გა­რა­ყა­ნი­ძე.
თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი თბი­ლის­ში მუ­შა­ობ­დნენ და შემ­თხვე­ვის დროს ოზურ­გე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ გო­მი­დან ბრუნ­დე­ბოდ­ნენ, სა­დაც ავა­რი­ის წინა დღეს, მე­ზობ­ლე­ბის პა­ნაშ­ვიდ­ზე ჩა­ვიდ­ნენ. გვარ­ჯა­ლა­ძე და გა­რა­ყა­ნი­ძე სო­ფელ­ში და-ძმა მა­ხა­რა­ძე­ე­ბის პა­ნაშ­ვიდ­ზე იყ­ვნენ ჩა­სუ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ოთხი დღის წინ - 23 ივ­ნისს ზეს­ტა­ფონ­ში მომ­ხდარ ავა­რი­ას ემსხვერ­პლნენ.
AMBEBI.GE შემ­თხვე­ვის შე­სა­ხებ და გარ­დაც­ვლი­ლებ­ზე სა­სა­უბ­როდ მათ მე­ზო­ბელს, მა­რი­კა ყა­ზა­რაშ­ვილს ესა­უბ­რა:
- ტრა­გე­დია ტრი­ა­ლებს ჩვენს სო­ფელ­ში, ოთხი მკვდა­რი გვყავს. გაბ­რი­ელ გვარ­ჯა­ლა­ძე და გიგო გა­რა­ყა­ნი­ძე ღო­ბის მე­ზობ­ლე­ბი არი­ან, ისი­ნი რამ­დე­ნი­მე დღის წინ, ავა­რი­ა­ში და­ღუ­პუ­ლი და-ძმა მა­ხა­რა­ძე­ე­ბის პა­ნაშ­ვიდ­ზე სამ­სა­ხუ­რის მერე წა­მო­ვიდ­ნენ, სამ­ძი­მარ­ზე მის­ვლის შემ­დეგ, სახ­ლებ­ში გა­ი­ა­რეს და თბი­ლის­ში ბრუნ­დე­ბოდ­ნენ დი­ლით. სწო­რედ ამ დროს მოხ­და ავა­რია და ორი­ვე და­ი­ღუ­პა.
- ამ­ბო­ბენ, რომ მათ­თან ერ­თად კი­დევ ერთი ადა­მი­ა­ნი იჯდა მან­ქა­ნა­ში?
- გიგო გა­რა­ყა­ნი­ძის შვი­ლი, ირაკ­ლი იჯდა მან­ქა­ნა­ში, ის გა­დარ­ჩა და ჯან­მრთე­ლია. კი­დევ მე­ო­თხე ადა­მი­ა­ნიც იყო მან­ქა­ნა­ში, ანუ მძღო­ლი და ის გო­რის ჰოს­პი­ტალ­ში წევს.
- რა ასა­კის იყ­ვნენ გარ­დაც­ვლი­ლე­ბი და რა პო­ზი­ცია ეკა­ვათ თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში?
- გიგო 52 წლის იყო, გაბ­რი­ე­ლი 44 წლის. ორი­ვე სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე იყო. გიგო მძღო­ლი იყო თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში. გაბ­რი­ე­ლი ერა­ყის მი­სი­ა­შიც მსა­ხუ­რობ­და რამ­დენ­ჯერ­მე, ასე­ვე თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ეკ­ლე­სი­ის სტი­ქა­რო­სა­ნი იყო და ტაძ­რის წი­ნამ­ძღვარს და­ა­ტა­რებ­და.
- შვი­ლე­ბი ორი­ვეს დარ­ჩა?
- კი, ორი­ვეს დარ­ჩა შვი­ლე­ბი. გაბ­რი­ე­ლის მე­უღ­ლე ერთ-ერთი მა­ღა­ზი­ის მე­ნე­ჯე­რია, ქა­ლიშ­ვი­ლი დარ­ჩა 8 წლის ნია. რაც შე­ე­ხე­ბა გი­გოს, მას ჩვე­ნი სოფ­ლე­ლი გოგო ჰყავს ცო­ლად, ორი შვი­ლი დარ­ჩა - 19 წლის თა­მუ­ნა და 22 წლის ირაკ­ლი. გაბ­რი­ელს და გი­გო­საც ახლა მო­ას­ვე­ნე­ბენ სო­ფელ­ში. ხვალ და-ძმას თე­მუ­რი და ლანა მა­ხა­რა­ძე­ებს და­ვა­საფ­ლა­ვებთ, მერე გაბ­რი­ელს და გი­გოს. ასე­თი ტრა­გე­დია ამ სო­ფელს არ ახ­სოვს...
- თე­მუ­რის და ლა­ნას ჰყავ­დათ ოჯა­ხე­ბი?
- კი, თე­მუ­რი ელი­ა­ვას ბაზ­რო­ბა­ზე მუ­შა­ობ­და, ლანო ლა­გო­დეხ­ში იყო გა­თხო­ვი­ლი. ორი­ვე და-ძმას ორ-ორი ბიჭი დარ­ჩა.
წყარო ambebi.geскачать dle 11.3
> </div>
 
  
 

        
        
        <div class= 4 264 / 27 ივნისი 2018"
სხვა სიახლეები
კომენტარები