ინფორმაცია ბიძინა ივანიშვილზე, რომელიც ახლახანს გავრცელდა ვინ გადაარჩინა ივანიშვილმა სიკვდილს?!

​​​​​​​​​​​​​​​​​​​​ტელეწამყვანმა სალომე გოგიაშვილმა ტელეკომპანია “იბერია”-ს გადაცემაში “ფაბრიკა” გიორგი გასვიანთან ინტერვიუში პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის შესახებ ისაუბრა.
“მე ვარ ადამიანი, რომელსაც ყოველთვის ახსოვს ადამიანების მიერ გაკეთებული სიკეთე. მე არ მომწონს ადამიანები, რომლებიც გამოდიან და მერე ილანძღებიან, ამასობაში ცოტა ფულსაც იღებენ ამ კაცისგან,  ჩემთვის ეს მიუღებელია.
ჩემს ოჯახს იმ დროიდან აკავშირებს მეგობრული ურთიერთობა ბიძინა ივანიშვილთან, სანამ ასე გაიცნობდა საზოგადოება. ბიძინა ივანიშვილი ჩემთვის არ მოიაზრება როგორც პოლიტიკოსი და მილიონერი, ჩემთვის ის პირველ რიგში – პიროვნებაა.
მაშინ როდესაც მე გავხდი თაღლითობის მსხვერპლი, ბიძინა ივანიშვილი იყო ის ადამიანი, ვინც მე და ჩემი ოჯახი გაარჩინა, შეიძლება ითქვას რომ სიკვდილს გადამარჩინა. მან მომცა იმის საშუალება, რომ სრულფასოვანი ცხოვრება გამეგრძელებინა. თუმცა, აუცილებლად ხაზი უნდა გავუსვა, ჩემი დამოკიდებულება მისდამი არ შეცვლილა იმიტომ, რომ მან ვთქვათ რაღაც დახმარება გაგვიწია, რადგან  ჩვენ მანამდეც ვმეგობრობდით… მას ძალიან ვაფასებ…  მარტო ჩემიდან გამომდინარე ვერ ვისაუბრებ მასზე, რადგან ბიძინა ეხმარება სრულიად საქართველოს მართლა და ეს არ არის მოგონილი…“, – ამბობს სალომე გოგიაშვილი.скачать dle 11.3
> </div>
 
  
 

        
        
        <div class= 9 160 / 27 ივნისი 2018"
სხვა სიახლეები
კომენტარები