თემირლან მაჩალიკაშვილის დედის ინტერვიუ, რომელიც ახლახანს გავრცელდა

შეყვარებული ჰყავდა, მომღერალი გოგო უყვარდა. ოჯახის შექმნაზეც კი ფიქრობდა. ასაკით თავისზე უფროს ნათესავებს ეუბნებოდა, 19 წელს არ გადავაშორებ, მეუღლე მალე უნდა მყავდესო. რამდენიმე თვესი გეგმავდა ოჯახის შექმნას და გვეუბნებოდა, მანქანა მიყიდეთო. მე და მალხაზსაც გვქოდნდა გეგმები მის ცხოვრებაზე. ვფიქრობდით, ცოლს მოიყვანს, ბინას თბილისში ვუყიდით, გადავიდნენ და ტკბილად იცხოვრონ-თქო. ჩემს მეუღლეს ნაცნობები გაფრთხილებული ჰყავდა სამსახურზე და თემირლანს დაცვის პოლიციაში უნდა დაეწყო მუშაობა“ – განაცხადა მედიკო მარგოშვილმა.
19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, სუს-ის მიერ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას თავის არეში დაიჭრა.
სპეცრაზმელის ტყვიამ თემირლან მაჩალიკაშვილი იმსხვერპლა.

სხვა სიახლეები
კომენტარები