გიორგი შენგელაიას პირველი კომენტარი მას შემდეგ რაც ივანიშვილმა ის დასაჯა

კინორეჟისორი გიორგი შენგელაია ადასტურებს, რომ ბიძინა ივანიშვილმა კრიტიკის შემდეგ, სტიპენდია მოუხსნა.შენგელაია აცხადებს, რომ “ქართული ოცნების” თავმჯდომარესთან არაფრის გარკვევას არ აპირებს, რადგან “ივანიშვილი მისთვის აღარ არსებობს”.
“ეს იყო სტიპენდია, რომელიც ერიცხებოდა გამოჩენილ ხალხს, დამირეკეს და მითხრეს, რომ მომეხსნა. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც გამოვედი ერთ-ერთი ტელევიზიით და ვთქვი, რომ ის გაუნათლებელი კაცია. ბოლოს კონფლიქტიც მოგვივიდა – წიგნი მივუტანე, რომელიც გვერდით გადადო, მითხრა ჩემი ცოლი ჩამოვა, წაიკითხავს და შინაარსს მომიყვებაო”- აღნიშნა შენგელაიამ “ნიუპოსტთან”.
კინორეჟისორი თვლის, რომ ბიძინა ივანიშვილმა შეურაცხყოფა მიაყენა მის ოჯახს.
“გაბრაზდა, არ მოეწონა ჩემი ნათქვამი. მაგის მხრიდან სტიპენდიის მოხსნა შეურაცხყოფაა არამარტო ჩემი, არამედ ჩემი მშობლების და იმ ღვაწლის, რომელიც ქართულ კინოში შევიტანე, ჩემი ფილმები დღესაც აქტუალურია… მე მასთან არაფრის გარკვევას არ ვაპირებ, ბიძინა ივანიშვილი ჩემთვის არ არსებობს”- განმარტა გიორგი შენგელაიამ.скачать dle 11.3
> </div>
 
  
 

        
        
        <div class= 3 527 / 20 ივნისი 2018"
სხვა სიახლეები
კომენტარები