ეს ყველამ უნდა ნახოს! სექტა, რომელიც თქვენი ოჯახის წევრებს იბირებს

ფინანსური პირამიდები ქართული რეალობისთვის ნაცნობი თემაა  და ის სათავეს ჯერ კიდევ 90 იანი წლებიდან იღებს.როგორც წესი ე.წ პირამიდებით მოგებული რჩება მხოლოდ მის თავში მყოფი პირი ან პირთა ჯგუფი.

აღნიშნულ კატეგორიაში შედის საქართველოში კარგად ცნობილი ე.წ ქსელური მარკეტინგის ბიზნესი, რომელიც დასაქმების მაძიებელ გაუთვითცნობიერებელ ადამიანებს მცირე დროში გამდიდრებას და კეთილდღეობას ჰპირდება.

ფინანსური პირამიდები ძირითადად განვითარებად ქვეყნებში მუშაობს წარმატებით, თუმცა რამდენად წარმატებულები არიან ამ სფეროში გაწევრიანებული რიგითი მოქალაქეები, რომლებიც დასაქმების სურვილის გამო ფაქტობრივად ყველაფერზე მიდიან ეს ცალკე საკითხია.

ერთ-ერთი ასეთი, რომელიც ფინანსური პირამიდის კატეგორიაში შედის არის ქსელური ვაჭრობის საერთაშორისო კომპანია „Q NET", რომელიც 1998 წელს, ფილიპინებში ორმა მეგობარმა ვიჯეი ესმარანმა და ჯოსეფ ბისმარკმა დაარსა.

განვითარების ეტაპებზე კომპანიამ მსოფლიო მასშტაბით სადისტრიბუციო ქსელები და ოფისები გახსნა.
2012 წელს კი კომპანია საქართველოშიც შემოვიდა, მისი წარმომადგენელია შპს ჯორჯიან ოლივ გარდენსი რომლის 50/50 პროცენტიან წილებს ფლობდნენ ფინანსთა ყოფილი მინისტრი კახა ბაინდურაშვილი და კორპორაცია "ფოთის საზღვაო ნავსადგურის" გენერალური დირექტორი რონი სააბი.

მოგვიანებით კომპანიის წარმომადგენლებმა 100 პროცენტიანი წილი კახა ბაინდურშვილის მეუღლე, ნინო ქოჩიაშვილის სახელზე გადააფორმეს.
შპს "ჯორჯიან ოლივ გარდენს" იურიდიულ დახმარებას უწევს კომპანია შპს "დრიმლაინი" რომლის დამფუძნებელიც საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავჯდომარის ეკა ბესელიას ძმა, სერგო ბესელიაა.






კომპანია ქიუ ნეტი მოქალაქეებს ჰპირდება, რომ კარგი მუშაობის შემთხვევაში უმოკლეს დროში გამდიდრებას შეძლებენ.

სამუშაო სქემა კი ასეთია: კომპანიაში გაწევრიანებული პირი ამავე ფირმიდან ყიდულობს კონკრეტულ ნივთს, მაგალითად საათს, ან საყოფაცხოვრებო ტექნიკას,
ამის შემდეგ მან უნდა გააწევრიანოს სხვა ადამიანებიც, რაც მეტი ადამიანი გაწევრიანდება მისი მხრიდან, შემოსავალიც მატულობს.

კომპანიაში გაწევრიანებულ ადამიანს q net-ის კარგად მომზადებული ე.წ. ლიდერები უტარებენ ფსიქოლოგიურ ტრენინგებს და ახალბედა ქიუნეტელებს ასწავლიან როგორ მოიპოვონ ნდობა ოჯახის წევრებში, შემდგომში მათი გადმობირებისა და კომპანიაში გაწევრიანების მიზნით.

შემოსავლის გაზრდის მიზნით ახლადგაწევრიანებული პირი ცდილობს დაარწმუნოს მის გარშემო მყოფი პირები, რომ გაწევრიანდნენ კომპანიაში, ხშირ შემთხვევაში კი ისინი ოჯახის უახლოესი გარემოცვიდან არიან, მაგალითად და, ძმა ან ნათესავი.

აღნიშნულ საკითხზე 3 დეკემბერს სიუჟეტი მოამზადა გადაცემა ბიზნეს კურიერმაც, რომელიც ჩვენი ინფორმაციით ტელევიზიაში დაპირისპირების მიზეზი გახდა.
როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი ქიუნეტის საქმიანობის ნეგატიური მხარის გაშუქების წინააღმდეგი იყო "რუსთავი2"-ის  დირექტორის მოადგილე ზაალ უდუმაშვილი, თუმცა გადაცემის წამყვანმა აკაკი გოგიჩაიშვილმა მასალა მაინც გაუშვა ეთერში.

წყარო:marshalpress.ge
скачать dle 11.3
> </div>
 
  
 

        
        
        <div class= 7 484 / 30 ივნისი 2017"
სხვა სიახლეები
კომენტარები