დომენიკ მანგოს წამების კადრები, რომელიც გავრცელდა დადგმულია, ის არავის არ უწამებია

კუკური ბარამიძის, იგივე დომენიკ მანგოზე ძალადობის ამსახველი ვიდეო დადგმულია. ამის შესახებ TIMENEWS-ს შსს-დან აცნობეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ მოკვლევის ფარგლებში გამოკითხა პირი, რომელმაც ვიდეო გადაიღო.
"გამოკითხვის შედეგად დადგინდა, რომ ვიდეო არის დადგმული და არავის მიმართ არ განხორციელებულა ძალადობის ფაქტი", - განაცხადეს შსს-ში.
ვიდეო, რომელიც დომენიკ მანგოს ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა, ჩანდა თუ როგორ აიძულებს რამდენიმე ადამიანი დომენიკ მანგოს ბოდიშის მოხდას პატრიარქისა და მართლმადიდებლობის შეურაცხყოფისთვის.

​​​
скачать dle 11.3
> </div>
 
  
 

        
        
        <div class= 2 690 / 17 ივნისი 2018"
სხვა სიახლეები
კომენტარები