სასწრაფოდ! სტიქია კახეთში გურჯაანის რაიონის სოფლები მოწყვეტილია გარესამყაროს

გურჯაანში ადიდებულმა მდინარე ჭერემმა სოფელ ჭერემთან დამაკავშირებელი გზა დააზიანა და სოფელი გარესამყაროს არის მოწყვეტილი.სტიქიამ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლები იმდენად დააზარალა, რომ სოფელ კარდენახში შიდა საუბნო გზები დაზიანდა. 25-ზე მეტი ოჯახი ელექტროენერგიისა და წყლის გარეშეა დარჩენილი.გურჯაანის მერის ინფორმაციით გზის აღდგენის სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება.დაზიანებულია თავად მერიის შენობაც. წყლის კოლექტორმა ჭარბი ნალექი ვეღარ გაატარა, რის შედეგადაც წუხელ, გვიან ღამით მერიის შენობის მიმდებარე ტერიტორია და სარდაფი დაიტბორა.
ადგილზე სამაშველო ბრიგადა და შესაბამისი ტექნიკა იყო მობილიზებული, რომელმაც წყლის ამოტუმბვის სამუშაო ჩაატარა.скачать dle 11.3
> </div>
 
  
 

        
        
        <div class= 3 945 / 17 ივნისი 2018"
სხვა სიახლეები
კომენტარები