გარემოს ეროვნული სააგენტოს გაფრთხილება მოსახლეობას მოსალოდნელია ღვარცოფული პროცესების გააქტიურება

საქართველოში 16 ივნისს, საღამოს საათებში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი. აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონებში კი სეტყვა, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.ამასთან, როგორც სააგენტო იუწყება, წინასწარი ინფორმაციით, 16 – 18 ივნისს საქართველოში მოსალოდნელი იყო დროგამოშვებით წვიმა ელ-ჭექით, ზოგან ძლიერი წვიმა და სეტყვა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექმა 16 ივნისს შესაძლებელია გამოიწვიოს აღმოსავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მატება და მთიან რაიონებში ღვარცოფული პროცესების გააქტიურება.
რაც შეეხება მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზს, 17-18 ივნისს მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელ-ჭექით, ზოგან ძლიერი წვიმა და სეტყვა, ქარის დროებითი გაძლიერება.скачать dle 11.3
> </div>
 
  
 

        
        
        <div class= 1 300 / 17 ივნისი 2018"
სხვა სიახლეები
კომენტარები