სასწრაფოდ ამ წუთებში ვერეს ხეობის მიმართულებით გზა ჩაიკეტა

ვერეს ხეობის მიმართულებით მოქმედებს მოძრაობის დროებითი შეზღუდვის რეჟიმი, - ამის შესახებ „IPN-ს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს. მათივე ცნობით,ძლიერი წვიმის გამო თბილისის ზოგიერთ ქუჩაზე ავტოტრანსპორტით მოძრაობა გართულებულია. ამ დროისათვის, წყლის ჭარბი ნაკადი შეინიშნება თბილისის ჩრდილოეთ ნაწილში - დიდი დიღმისა და გლდანი-ნაძალადევის ტერიტორიებზე.
გარდა ამისა, უწყების ცნობით, ქალაქის ზოგიერთ ქუჩაზე ავტომანქანების მოძრაობა შეფერხებულია, ხოლო გმირთა მოედანი-თამარაშვილის მიმართულებით - ე.წ. ვერეს ხეობის მიმართულებით, მოქმედებს მოძრაობის დროებითი შეზღუდვის რეჟიმი.скачать dle 11.3
> </div>
 
  
 

        
        
        <div class= 3 546 / 12 ივნისი 2018"
სხვა სიახლეები
კომენტარები