სასწრაფოდ! მიხეილ სააკაშვილის სკანდალური განცხადება ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით

საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაზე მოსამართლის გადაწყვეტილებას ეხმაურება.“ივანიშვილის უკანონო დავალებების შემსრულებლებმა ამ განაჩენით მიიღეს მესიჯი რომ მათ შეუძლიათ არამარტო მიითვისონ ხალხის ფული (რასაც აქამდე აქტიურად აკეთებდნენ) არამედ ჩაიდინონ ნებისმიერი დანაშაული, მათ შორის სასიკვდილოდ გაიმეტონ სკოლის მოსწავლეები და მათ თითსაც ვერავინ დააკარებს.
მერაბიშვილის უკანონო გაყვანაში მონაწილეობდა მირზა სუბელიანი, მისმა შვილმა მოკლა თანატოლები და არა თუ მას არამედ მის ნათესავებსაც არ აგებინეს პასუხი. ამ კრიმნალურ ბანდას აქვს ინდულგეცია ადამიანების მკველობაზეც კი და ამ კრიმინალური ჯგუფის მეთაური არის ივანიშვილი.
პოლიციელებს მოვუწოდებ, გამოიჩინონ მოქალაქეობრივი სოლიდარობა უსამართლობის მსხვერპლის მიმართ.
ზაზა სალარიძე მხოლოდ იმიტომ იჩაგრება, რომ ივანიშვილმა, რომელმაც თქვენც დაგამცირათ, ცდილობს დაფაროს თავისი დასაყრდენი კონკრეტული თანამდებობის პირის დანაშაული.
თქვენ და ზაზა სალარიძეს ერთი მტერი გყავთ-ოლიგარქი და მისი მაფიოზური სინდიკატი”, – წერს მიხეილ სააკაშვილი.
შეგახსენებთ, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ გადაწყვეტილება გამოიტანა.
მოსამართლემ ერთი ბრალდებული დავით სარალიძესთან მიმართებაში, ხოლო მეორე ლევან დადუნაშვილთან მიმართებაში გაამართლა.скачать dle 11.3
> </div>
 
  
 

        
        
        <div class= 9 110 / 31 მაისი 2018"
სხვა სიახლეები
კომენტარები