ჟურნალისტი, რომელიც რამდენიმე საათის წინ ჩაცხრილეს, რას წერდა ის სოციალურ ქსელში სიკვდილამდე რამდენიმე საათით ადრე?

რუსმა ჟურნალისტმა, რომელიც რამდენიმე საათის წინ უკრაინაში ჩაცხრილეს 10 საათის წინ, ფეისბუკ პოსტი გამოაქვეყნა. მან საკუთარ თავს იღბლიანი ადამიანი უწოდა."4 წლის წინ გენერალმა კულჩინცკიმ მე ვერტმფრენზე არ ამიყვანა, მითხრა რომ ადგილი აღარ იყო. გადატვირთული ვერტმფრენი მძიმედ აიწია მიწიდან და ქალაქი კარაჩუნისკენ გაფრინდა. 2 საათის შემდეგ ეს ვერტმფრენი ჩამოაგდეს, დაიღუპა 14 ადამიანი. მე კი გამიმართლა, რომ ბორტზე არ ვიყავი. სიცოცხლის ახალი დღე". - ნათქვამია ფეისბუკ წერილში
შეგახსენებთ, დღეს კიევში რუსი ჟურნალისტი არკადია ბაბჩენკო დაცხრილეს. ამის შესახებ  ჟურნალისტი აიდერ მუჯაბაევი იუწყება. გამოცემა „ობოზრევატელის“ წყაროს ცნობით, ბაბჩენკო საავადმყოფოში  გადაყვანისას, გზაში გარდაიცვალა.
ჟურნალისტის დაღუპვის ფაქტი დაადასტურა უმაღლესი რადის  დეპუტატმა ანტონ გერაშჩენკომ. კიევის პოლიციის სამმართველოს  სპიკერის ოქსანა ბლიშჩიკის ცნობით, რუსი ჟურნალისტი სასწრაფო  დახმარების მანქანაში მიყენებული ჭრილობებისაგან გარდაიცვალა.
 скачать dle 11.3
> </div>
 
  
 

        
        
        <div class= 4 179 / 29 მაისი 2018"
სხვა სიახლეები
კომენტარები