სასწრაფოდ! რა ხდება ამ წუთებში ცენტრალურ ავტობანზე? მცხეთა-გორის მონაკვეთზე მოძრაობა აკრძალულია

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის მცხეთა-გორის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შესაძლოა რამდენიმე საათის განმავლობაში ვერ აღდგეს. ამის შესახებ მგზავრებს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა განუმარტეს. პოლიცია მძღოლებს შემოვლითი გზით გადაადგილების რეკომენდაციას აძლევს. 
მცხეთასთან დღეს საღამოს ტრაილერებს ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევა ორი ტრაილერის შეჯახებამ გამოიწვია, რომელთაგან ერთს სპირტი, მეორეს კი ავტომობილების ნაწილები და საავტომობილო ზეთი გადაჰქონდა. ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია, თუმცა ამის მიუხედავად მცხეთასთან საპატრულო პოლიცააა მობილიზებული, რომელიც ყველა გამვლელ მანქანას აჩერებს და ცენტრალურ მაგისტრალზე გადაადგილების საშუალებას მხოლოდ მცხეთა-მთიანეთის მუნიციპალიტეტების მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებს აძლევს. скачать dle 11.3
> </div>
 
  
 

        
        
        <div class= 6 146 / 23 მაისი 2018"
სხვა სიახლეები
კომენტარები