რა ხდება ამ წუთებში რიკოთის უღელტეხილზე, მოძრაობა შეჩერებულია ყველა ტიპის ავტომობილისთვის

რიკოთზე ტრაილერს ცეცხლი წაეკიდა, გარდაცვლილია ერთი ადამიანი. როგორც „რუსთავი 2“-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ადგილზე 6 სახანძრო ბრიგადაა მობილიზებული.შსს-ს ინფორმაციით, ტრაილერი გზიდან გადავიდა და ამობრუნდა, რის შემდეგადაც მას ცეცხლი წაეკიდა.
ამ დროისთვის რიკოთზე მოძრაობა ნაწილობრივ შეფერხებულია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. скачать dle 11.3
> </div>
 
  
 

        
        
        <div class= 1 328 / 23 მარტი 2018"
სხვა სიახლეები
კომენტარები