არჩილ ტატუნაშვილის დედის გულის შემძვრელი სიტყვები შვილის პანაშვიდზე

არჩილ ტატუნაშვილის ოჯახი „კურიერთან“ პირად საუბარში ამბობს, რომ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ცხედარს მარჯვენა ხელზე თითი მოკვეთილი აქვს, სიმართლეს არ შეესაბამება. მათი თქმით, გადმოსვენების პროცესში თითი მოკეცილი იყო, რამაც გაუგებრობა გამოიწვია.ტატუნაშვილის ოჯახის წევრები „კურიერთან“ საუბარში ასევე აცხადებენ, რომ მარჯვენა ხელის მტევანი ძალიან დაზიანებული აქვს, მას მოტეხილობები აღენიშნება, რაც სავარაუდოდ, ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული.

ოჯახი „კურიერთან“ პირად საუბარში ასევე აღნიშნავს, რომ არჩილ ტატუნაშვილს სახის არეში, კერძოდ ცხვირის მიდამოში დაზიანებები აღენიშნება.
 „გულზე დაიფინე დროშა და ზედ არ შედექი, შვილო ჩემო ვაჟკაცო ბიჭო. თქვიო, რომ ეს ოსეთიაო, ეგ საქართველოაო, ოსეთი არასოდეს ყოფილა და არც იქნებაო. იმიტომ დაგიმტვრიეს, დაგილურსმნეს ეგ თითები, შვილო,“- ეს სიტყვები არჩილ ტატუნაშვილის დედამ მისი შვილის პანაშვიდზე წარმოთქვა.
ცხინვალის ციხეში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს სამხედროებმა ეროვნული დროშა გადააფარეს. მის საცხოვრებელ სახლთან წილკანში ეროვნული გვარდიის საპატიო ყარაული დადგა.
скачать dle 11.3
> </div>
 
  
 

        
        
        <div class= 1 422 / 21 მარტი 2018"
სხვა სიახლეები
კომენტარები