საპატრიარქოს საგანგებო განცხადება პრეზერვატივების შესახებ

სამწუხაროდ, ბოლო დროს კიდევ უფრო გაძლიერდა მორწმუნე საზოგადოების გრძნობების შეურაცხყოფისა და ღვთის გმობის გამოვლინებები. სახეზეა არაერთი შემთხვევა, თუმცა კომპანია „აიისას“ და მისი დირექტორის უზნეო თავგასულობა და „რუსთავი – 2“- ის  ა.წ.  18 მარტის სიუჟეტი თავისი  უტიფრობით სარკაზმითა და ცინიზმით  საზოგადოებისთვის ღია გამოწვევად იქცა.
პრეზერვატების ქართული ბრენდი 'აიისა' საპატრიარქოს პასუხობს



„მადლობას ვუხდით საქართველოს საპატრიარქოს ინტერესის გამოხატვისთვის და პრეზერვატივების ბაზარზე არჩევანის ქართულ ბრენდზე გაკეთებისთვის.

ნებისმიერი მიმდინარე მოვლენა ინსპირაციის წყაროა ჩვენთვის და იმ მახასიათებლების აღქმა რაც ბრენდს გამოარჩევს მარტივია რიგითი ადამიანების უმრავლესობისთვის. საზოგადოების დანარჩენ ნაწილს მოვუწოდებთ გამოიჩინონ მეტი მიმღებლობა, მიიღონ მონაწილეობა მშვიდი გარემოს შექმნაში და გამოხატონ აზრი ძალადობის და მუქარის გარეშე.

ვიმედოვნებთ უახლოეს მომავალში შედგება აიისას როგორც ბრენდის და საქართველოს საპატრიქრქოს თანამშრომლობა ისეთ სოციალურ საკითხებში როგორებიცაა სექსუალური განათლების პროგრამები, ძალადობა და ვენერიული დაავადებების პრევენცია", - ნათქვამია „აიისას“ განცხადებაში. скачать dle 11.3
> </div>
 
  
 

        
        
        <div class= 1 031 / 21 მარტი 2018"
სხვა სიახლეები
კომენტარები