ნიკა გვარამიასა და ილია მეორეს შეხვედრის დეტალები და ტყუილი, რომელიც გაავრცელა რუსთავი 2-მა - საპატრიარქოს საგანგებო განცხადება

მის უწმინდესობასთან შეხვედრამდე ორი დღით ადრე გვარამია "ციანიდის საქმეზე" მსჯავრდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს ადვოკატის სტატუსით შეხვდა. პატრიარქთან შეხვედრას აასევე წინ უძღოდა საპატრიარქოში გაკეთებული განცხადება, რომელიც საპატრიარქოს წინააღმდეგ დაგეგმილ პროვოკაციაზე. ჩვენ ინფორმაციით, შეხვედრა საპატრიარქოში გვარამიასა და პატრიარქს შორის ილია მეორეს თხოვნით შედგა. გვარამიასთან შეხედრაზე კომენატრი არც საპატრიარქოში კეთდება.


აღნიშნულთან დაკავშირებით საპატრიარქომ გაავრცელა განცხადება, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ. "ა.წ. 15 მარტს, ხუთშაბათს, შედგა ,,რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ბ-ნ ნიკოლოზ (ნიკა) გვარამიას შეხვედრა სრულიად საქართველოს  კათოლიკოს-პატრიარქთან.
სამწუხაროდ, იმ დღესვე გავრცელდა და ,,შაბათის კურიერის“  ,,პრომოშიც“ გამეორდა აზრი იმის შესახებ, თითქოს ეს შეხვედრა მოხდა მისი უწმინდესობის, ილია II-ის ინიციატივით, რაც არასწორია.  
ბ-ნმა ნიკოლოზ (ნიკა) გვარამიამ თვითონ ითხოვა კათოლიკოს-პატრიარქთან შეხვედრა, შუამავლობა კი გაწია მისმა მაღალყოვლადუსამღვდელოესობამ, მიტროპოლიტმა ვახტანგმა (ახვლედიანი). ამას  ადასტურებს მეუფე ვახტანგიც და კათოლიკოს-პატრიარქიც.

შევნიშნავთ იმასაც, რომ ბ-ნი ნ. გვარამიას მოსვლის მიზანი იყო, ეთქვა მისი უწმინდესობისათვის, რომ სურდა, ეთხოვა საქართველოს პრეზიდენტისთვის დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების შესახებ, რადგან მას, როგორც იურისტს, მიაჩნია, რომ დეკანოზი ამას იმსახურებს.
კათოლიკოს-პატრიარქმა უპასუხა, რომ მას მამა გიორგის დაჭერა არ მოუსურვებია  და საქმის საგამოძიებო დეტალებიც არ იცის, ამდენად მისი (ანუ ნ.გვარამიას) ნებაა,  თუ როგორ იმოქმედებს.
P.S.  რომ არა კათოლიკოს-პატრიარქთან შეხვედრის შესახებ გაჟღერებული არასწორი  ინფორმაცია, ეს განმარტება არ გაკეთდებოდა."
скачать dle 11.3
> </div>
 
  
 

        
        
        <div class= 5 302 / 19 მარტი 2018"
სხვა სიახლეები
კომენტარები