რა განცხადებას ავრცელებს სენატორი ჯონ მაკკეინი სააკაშვილთან დაკავშირებით

ის, რომ საქართველომ დაიწყო ომი აფსურდული განცხადებაა, თუმცა ტიპიური პუტინისთვის. ზოგი ამბობს, რომ ეს შეცდომა იყო, მაგრამ მე ვერ ვუწოდებ ამას შეცდომას, რადგან პრეზიდენტმა სააკაშვილმა საკუთარი ქვეყანა დაიცვა . ეს განცხადება ამერიკელმა სენატორმა ჯონ მაკკეინმა ტელეკომპანია "რუსთავი-2"-ისთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა. მაკკეინჰმა უკრაინასა და საქართველოს შორის არსებულ პარალელებზე ისაუბრა და განაცხადა,რომ ვლადიმერ პუტინი ორ ქვეყანაში შეიჭრა რითაც საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმა დაარღვია. მაკკეინმა 2008 წლის აგვისტომს ომზე ისაუბრა და განაცხადა, რომ 2008 წელს საქართველოს ხელისუფლების ქმედება იყო პასუხი თავდასხმაზე, რაც მისი თქმით, სახელმწიფოს ყველა მეთაურის ვალდებულებაა.

"ვლადიმერ პუტინი ორ ქვაყანაში შეიჭრა, ქვეყენებში, რომლებიც სუვერენული სახელმწიფოები არიან და ამით დაარღვია საერთაშორისო სამართლის ნორმები. ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება , რომელიც გაფორმდა დაირღვა და ახალაც ირღვევა ვლადიმერ პტინის მიერ. რუსეთი დაესხა თავს საქართველოს და ქართველმა ხალხმა უპასუხა ამ თავდასხმას. მისი სამხედროების და ლიდერების მეთაურობით, პრეზიდენტ სააკაშვილის ჩათვლით, ეს იყო პასუხი თავდასხმაზე, მათ უბრალოდ სხვა არჩევანი არ ჰქონდათ. ზოგი ამბობს, რომ ეს შეცდომა იყო, მე კი ვერ ვუწოდებ შეცდომას საკუთარი ქვეყნის დაცვას და პრეზიდენტმა სააკაშვილმა სწორედ საკუთარი ქვეყანა დაიცვა. ის , რომ საქართველომ დაიწყო ომი აფსურდული განცხადებაა, თუმცა ტიპიური პუტინისთვის. ეს იყო იყო თავდასხმაზე პასუხი რაც ქვეყნის ყველა ლიდერის ვალდებულებაა,"-განაცხადა ჯონ მაკკეინმა.

скачать dle 11.3
> </div>
 
  
 

        
        
        <div class= 5 526 / 18 მარტი 2018"
სხვა სიახლეები
კომენტარები