Çàãðóçêà...

სკანდალური ინფორმაცია, რომელსაც არავინ ელოდა

ბიძინა ივანიშვილის ოჯახს სასამართლო გადაწყვეტილებების შეუსრულებლობაში, კანონის იგნორირებასა და არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებენ.კურიერს ვლადიკავკაზიდან თეონა ხინჩაგაშვილი დაუკავშირდა, რომელიც ამტკიცებს, რომ ის ბიძინა ივანიშვილის საზოგადოებისათვის უცნობი ძმის - ალექსანდრეს, შვილია.
მზია ხინჩაგაშვილი უკვე 30 წელია, ცდილობს, დაამტკიცოს, რომ მისი შვილი - თეონა ხინჩაგაშვილი, სინამდვილეში გვარად ივანიშვილია. 3 წლის წინ ხინჩაგაშვილებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართეს და მამობის დადგენა და ივანიშვილის გვარი მოითხოვეს.
იურისტს 3 წელზე ცოტა ნაკლები დასჭირდა, რომ ალექსანდრე ივანიშვილისთვის სასარჩელო მოთხოვნა ჩაებარებინა. საქმემ სასამართლოში გადაინაცვლა.
მთავარი მტკიცებულება სასამართლოსთვის სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ ჩატარებული გენეტიკური კვლევაა. დასკვნაში წერია, რომ ალექსანდრე ივანიშვილი თეონა ხინჩაგაშვილის ბიოლოგიური მამაა. ამ დოკუმენტით 29 წლის თეონა ახლა მამას მხოლოდ გვარს სთხოვს. ამბობს, რომ ქონება მისი ინტერესი არ არის.
თეონა ხინჩაგაშვილისთვის მამის გვარს პრინციპული მნიშვნელობა აქვს, ამიტომ სოციალურად დაუცველმა ოჯახმა დნმ-ის კვლევებისთვის საჭირო 700 დოლარი შეაგროვა, თბილისში ჩამოვიდა და ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს მიმართა.
ექსპრემიერის ძმა ქვეყნის მთავარი საექსპერტო დაწესებულის დოკუმენტს სადაოს ხდის და არ აპირებს, ხინჩაგაშვილი შვილად აღიაროს.
ირკვევა, რომ ბიძინა ივანიშვილი წლების განმავლობაში ხინჩაგაშვილს ყურადღებას აქცევდა. ყოფილმა პრემიერმა 2006 წელს თეონა ხინჩაგაშვილებს თბილისში დიღმის მასივში ბინა უყიდა, 10 ათასი აჩუქა და ყოველთვიური დახმარება 1000 ამერიკული დოლარი დაუნიშნა. ხინჩაგაშვილებთან მომლაპარაკებელი პირი ივანიშვილების მხრიდან ირაკლი ღარიბაშვილი იყო.
ბიძინა ივანიშვილის მიერ ხინჩაგაშვილებისთვის შეძენილ ბინაში, რომელსაც ალექსანდრე ივანიშვილის ადვოკატი ვერ იხსენებს, ხინჩაგაშვილებმა რამდენიმე წელს იცხოვრეს, თუმცა, მოულოდნელად ყოფილმა პრემიერმა დახმარება შეუწყვიტა.скачать dle 11.3
></div>
	<div class=380 / 12 მარტი 2018
სხვა სიახლეები
Çàãðóçêà...
loading...
კომენტარები